პროფილაქტიკა
თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაწუხებთ, ამ პროდუქტების შესახებ უნდა იცოდეთ!
2017, 25 ოქტომბერი, 13:57
თუკი გვაწუხებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა და გვსურს მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება, ასევე ჰორმონალური დარღვევების თავიდან აცილება, მაშინ ჩვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ეს პროდუქტები:
1.ვაშლი- ეს არის სასარგებლო თვისებების კოქტეილი, იგი გავლენას ახდენს სხეულის ყველა სისტემაზე, კლავს ბაქტერიებს და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.
2.ზღვის პროდუქტები-ისინი შეიცავენ ვიტამინ B12-სა და თუთიას, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია, რომ ზღვის პროდუქტები დაკონსერვებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებას სასარგებლო თვისებებს და შეგიძლია თამამად მიირთვათ.
3.ზღვის კომბოსტო-შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და კიდევ 40-მდე დასახელბის ვიტამინს, რომელიც გვიცავს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისგან.
4.ხახვი-სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულის სრუფასოვანი მუშაობისთვის. შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
5.მოცვი-ანტიოქსიდანტებში ეს პროდუქტი რეკორდსემინა, ხელს უწობს ჰორმონალური დარღვევების აღმოფხვრას და ხელს უწოყობს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
6.წითელი თევზი-ორაგული, კალმაზი, ვარდისფერი ორაგული, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის აუცილებელ და სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, არის ომეგა-3-ის მდადრი წყარო.
ერთი ნაჭერი წითელი თევზი უნდა მიირთვათ ხშირად.
7.თხილი (კაკალი) და თაფლი-ეს პროდუქტები ეხმარება “ზარმაც” ფარისებრი ჯირკვალს აქტიუარად მუშაობაში. რამდენიმე კბილი კაკალი და თაფლი შეურიეთ ერთმანეთ და მიირთვით ერთი კოვზი ყოველ დილას, უზმოზე. ეს პროცედურა 1-2 კვირის განმავლობაში გააგრძელეთ.
8.ლიმონი და თაფლი- ლიმონი თაფლთან ერთად ასევე ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გააქტიურებას. 2-3 ცალი ლიმონი კარგად გარეცხეთ და მისი კანი ჩახეხეთ ჭიქაში ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და აურიეთ. ეს ნაზავი უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში კვებიდან კვებამდე.
უკუჩვენებები: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია ციტრუსზე და თაფლზე.
9.ისპანახი-მის შემდაგენლობაში დიდი რაოდენობით არსებული ლუტეინები და კაროტენოიდები ხელს უწობს ფარისებრი ჯირკვლის აქტიურ მუშაობას.
ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!
ასევე იხილეთ:
ერთი კოვზი ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი-ჯადოსნური ელექსირი, რომელიც გაგაოცებთ!
უზმოზე სოდიანი წყლის დალევა თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა!-ეს უნდა იცოდეთ!
5 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ პომიდორი ხშირად! ყველაზე მეტად მე-2 მიზეზი გაგაოცებთ!
როგორ შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა კოვზის დახმარებით-ეს მნიშვნელოვანია!