x
image
მაიკო ქავთარაძე
საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც იოსებ ჭუმბურიძემ მიუძღვნა ყველასათვის საყვარელ მუხრან მაჭავარიანს-"დუმილი რეკავს"

დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის წიგნის პრეზენტაცია- "დუმილი რეკავს", რომელიც მიეძღვნა ყველასათვის საყვარელ პოეტ მუხრან მაჭავარიანს.

image წიგნი პიესის სახით არის შედგენილი, რომელსაც თან სდევს მუხრან მაჭავარიანის ლამაზ-ლამაზად დაწყობილი ლექსები:

"-მუხრანის ხმას საქართველოში ყველა ადვილად გამოარჩევს:

ტა,

ტა,


ტა,

ტა!

რანაირად ბრდღვინავს არაგვი!

-დიახ, მუხრანის ლექსი, უწინარესად, მქუხარებასთან არის გაიგივებული.

თვითონვე წერს:

ჰქუხდა სტრიქონი.

ხმა ქარიშხალს იწვევდა ხმალში..."

image ღონისძიება გახსნა რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ, წიგნის ავტორმა იოსებ ჭუმბურიძემ დაწვრილებით მიმოიხილა წიგნის შექმნის ისტორია. ასევე მუხრანის შემოქმედებასა და წიგნზე ისაუბრა მწერალმა მაკა ჯოხაძემ, პროფესორებმა: ეთერ თათარაიძემ, ამირან არაბულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, გიორგი ხორბალაძემ და პოეტმა ჯემალ ინჯიამ.

imageimageimage
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტებმა-ტატა ცერცვაძემ, ნინო ოკრიბელაშვილმა, ლიზა ტუგულაშვილმა, მაიკო ქავთარაძემ და ჯუანშერ წიქარიშვილმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.

image

"დუმილი რეკავს,

დუმილი რეკავს

ჯვრით,

ალავერდით,

გელათით,

ტბეთით...

ხმა თუა ნეტავ,

ხმა თუა ნეტავ, -

ამ უხმო ხმაზე

რომაა მეტი!.."

მუხრან მაჭავარიანი

2
43
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
43
  
2017, 25 ოქტომბერი, 23:28
გეთანხმები, ბატონი სოსო ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანია
2017, 25 ოქტომბერი, 12:44
ჩემი საყვარელი ლექტორი :) უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანია ბატონი სოსო ვამაყობ რომ მისი სტუდენტი ვიყავი
0 1 2