სხვა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც იოსებ ჭუმბურიძემ მიუძღვნა ყველასათვის საყვარელ მუხრან მაჭავარიანს-"დუმილი რეკავს" 2017, 24 ოქტომბერი, 23:00 დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის წიგნის პრეზენტაცია- "დუმილი რეკავს", რომელიც მიეძღვნა ყველასათვის საყვარელ პოეტ მუხრან მაჭავარიანს. წიგნი პიესის სახით არის შედგენილი, რომელსაც თან სდევს მუხრან მაჭავარიანის ლამაზ-ლამაზად დაწყობილი ლექსები: "-მუხრანის ხმას საქართველოში ყველა ადვილად გამოარჩევს: ტა, ტა,ტა, ტა! რანაირად ბრდღვინავს არაგვი! -დიახ, მუხრანის ლექსი, უწინარესად, მქუხარებასთან არის გაიგივებული. თვითონვე წერს: ჰქუხდა სტრიქონი. ხმა ქარიშხალს იწვევდა ხმალში..." ღონისძიება გახსნა რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ, წიგნის ავტორმა იოსებ ჭუმბურიძემ დაწვრილებით მიმოიხილა წიგნის შექმნის ისტორია. ასევე მუხრანის შემოქმედებასა და წიგნზე ისაუბრა მწერალმა მაკა ჯოხაძემ, პროფესორებმა: ეთერ თათარაიძემ, ამირან არაბულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, გიორგი ხორბალაძემ და პოეტმა ჯემალ ინჯიამ.
"დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ჯვრით, ალავერდით, გელათით, ტბეთით... ხმა თუა ნეტავ, ხმა თუა ნეტავ, - ამ უხმო ხმაზე რომაა მეტი!.." მუხრან მაჭავარიანი 43 7-ს მოსწონს
|