x
image
კატაპულტი
ზამთარი და ავტომობილი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
სადაცაა ზამთარი კარს მოგვადგება და სინოპტიკოსები საკმაოდ ცივ სეზონს ვარაუდობენ. ავტომობილის მფლობელებისათვის ზამთარი დეკემბერში არ იწყება.ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ზამთრის საბურავების დაყენება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კანონითაა განსაზღვრული, თუმცა მხოლოდ ეს არაა, ქვემოთ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც, ვფიქრობ, დაგეხმარებათ ცივი ზამთრის თქვენს ავტომობილთან ერთად გატარებაში:

1.პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის საბურავები.როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება აუცილებელია ზამთრის საბურავების დაყენება.ისინი განკუთვნილია თოვლიანი, თოვლ–ჭყაპიანი, მოყინული გზებისათვის და მაქსიმალურად ამცირებს მოცურების რისკს.image

2.ეს არის ავტომობილის წყალი, როგორც მოტორისათვის, ასევე მინების საწმენდიც.არ დაგავიწყდეთ ყინვების დადგომამდე ანტიფრიზის ჩასხმა.

3.შემოდგომასა და ზამთარში გზებზე ხილვადობა ხშირად შეზღუდულია, ამიტომ ყურადღებით იყავით.


4.დააკვირდით კარგად მუშაობს თუ არა მინების საწმენდები, რადგან ამ პერიოდში არავინ უწყის როდის იწვიმებს, ან როდის მოთოვს.image

5.კარგი იქნება, თუ მანქანაში იქონიებთ ხელის ჩოთქს, რათა თოვლის შემთხვევაში მარტივად მოაცილოთ იგი თქვენი ტრანსპორტიდან.image

6.მხოლოდ ყინვას და თოვლს ნუ ჩათვლით საფრთხედ, შემოდგომაზე ძირს მოფენილი ფოთლებიც საკმაოდ სახიფათოა, რადგან ისინი ზრდიან სამუხრუჭე მანძილს, ამიტომ დაიკავეთ საკმარისი დისტანცია წინ მიმავალ მანქანასთან.image

7.ბოლო რჩევა ასევე გამოგადგებათ ნისლის დროსაც.

8.თოვლიან და მოყინულ გზებზე აუცილებლად დაბალი სიჩქარით იარეთ და მოცურების შემთხვევაში საჭეს საპირისპირო მიმართულებით მკვეთრად ნუ მიმართავთ.

P.s. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ ზამთარ–ზაფხულ!


0
497
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0