x
image
ნათია ჩხობაძე
ხართ თუ არა შოპოჰოლიკი და როგორ უნდა დააღწიოთ თავი დაავადებას

შოპოჰოლიზმი- ეს არის დამოკიდებულება, რომელიც გამოიხატება სისტემატიური ფულის ხარჯვით, არასაჭირო ნივთების შესაძენად. ეს არის გაუაზრებელი ყიდვის პროცესი- მომწონს და ვყიდულობ...
ამ დაავადებისკენ მიდრეკილება არამხოლოდ ქალებს აქვთ, არამედ მამაკაცებსა და ბავშვებსაც კი.image

შოპოჰოლიზმის შემთხვევაში დროული მკურნალობა ისევეა აუცილებელი, როგორც ეს სხვა დაავადების დროს ხდება. აუცილებელია მისი მიზეზების დადგენა.
შოპოჰოლიზმი იყოფა ორ ტიპად: შინაგანი და გარეგანი.
გარეგანი ფაქტორია რეკლამა. რეკლამა აიძულებს ადამიანებს გაიქცნენ მაღაზიებში და იყიდონ ფასდაკლებული ნივთები. მარკეტოლოგები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაახარჯინონ თუნდაც საარსებო თანხა.
რაც შეეხება შინაგან ფაქტორს: მისი გამომწვევია, ადამიანის მდგომარეობა, რომლის დროსაც ის, საკუთარ თავში არაა დარწმუნებული და სურს ძალაუფლების დემონსტრირება. მათ შეუძლიათ უამრავი ფული დახარჯონ არასასურველ ნივთზე; ან ნივთზე, რომელიც შეეძლოთ უფრო იაფად ეყიდათ, მაგრამ ბევრის ხარჯვა ანიჭებთ სიამოვნებას. ეს ყველეფაერი მათთვის ანტიდეპრესანტია, რომელიც ეხმარება მათ განწყობილების ამაღლებაში და სტრესის მოხსნაში.
ჰორმონი სეროტონინი და ადრენალინი, რომელიც გამომუშავდება ყიდვის პროცესში, აიძულებს ადამიანს, რომ გახდნენ შოპოჰოლიკები.image


ნიშნები და ბრძოლა შოპოჰოლიზმის წინააღმდეგ
*მაღაზიებში სიარული კონკრეტული მიზეზის გარეშე

*როცა ყურადღებას იქცევს რამდენიმე ნივთი ერთდროულად და ვერ არჩევთ ერთს

*ისეთი ნივთების ყიდვა, რომელიც არაა საჭირო იმ ეტაპზე

*აგრესიულობისა და აპათირუი მდგომარების გამოვლინება

*როცა ნაყიდი ნივთები იწვევს სხვების დაცინვასimage


დახმარება:

*პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ შოპოჰოლიზმი საფრთხეს უქმნის ფინანსურ მგომარეობას.


*სახლიდან გასვლის წინ იხემძღვანელეთ სიით, თუნდაც ყიდულობდეთ მხოლოდ პურს

*დატოვეთ საკრედიტო ბარათები სახლში და წაიღეთ თან ის მინიმალური თანხა, რომელიც გჭირდებათ იმ დღისთვის

*დაკავდით სხვა საქმიანობით, რაც მოგანიჭებთ სიამოვნებას. მაგ: იოგა, ფიტნესი და ა.შ.


ეს რჩევები დაგეხმარებატ, მაგრამ პრობლემას საბოლოოდ ვერ მოგაშორებთ. უმჯობესია, ასეთ დროს მიმართოთ ფსიქოლოგს. ასევე ეფექტური იქნება ჯგუფური თერაპია. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ ყიდვის პროცესზე ემოციური დამოკიდებულებისაგან .

წყარო:interesnie-fakti


0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0