x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512099
სელის თესლის უნიკალური თვისებები - რეცეპტები წონაში დასაკლებად

სელის თესლი მდიდარია მაკრო და მიკრო ელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, თუთია, ქრომი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი), ახდენს სელენის კონცენტრირებას.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის

image


სელის თესლის ნაყენი

მსუბუქად ასტიმულირებს ნაღვლისა და შარდის გამოყოფას, ფლობს საფაღარათო და იმუნომასტიმულირებელ თვისებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება საკვებით მოწამვლის შემთხვევაში. იღებენ 2-3 ს.კ. დღეში რამდენჯერმე პატარა ყლუპებით.

ლარინგიტის დროს

1 ს.კ. სელის თესლს დაასხით 200 მლ. წყალი ან რძე, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2-3 ს.კ ნაყენი პატარა ყლუპებით დილით და საღამოს.


რალი ხველის დროს

100 გრ. დაფქული სელის თესლისა და 500 გრ. თაფლისგან გააკეთეთ ნაზავი და მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში 8-10-ჯერ თბილ წყალთან ერთად. ხველის შერბილების შემდეგ ნაზავს უმატებენ თითო ჩაის კოვზ ანისულს, კამას და ჯანჯაფილს. მიიღეთ დღეში 4-6-ჯერ ჭამასა და ჭამას შორის შუალედებში.

იარებისა და დამწვრობის სამკურნალოდ

სელის თესლის ზეთი შეურიეთ კვერცხის ცილას 1:1, დარბილებისა და ტკივილის გაყუჩების მიზნით

ქრონიკული პანკრეატიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება

მიიღეთ 1 ჩ.კ – 1 ს.კ სელის თესლის ზეთი დღეში 4-5-ჯერ დღეში ჭამის წინ ან ჭამის დროს.


ხალხურ მედიცინის თანახმად, სელის თესლის ნახარში კუჭის კედლებზე ლორწოვან გარსს წარმოქმნის, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების მოხვედრას, სელის თესლის მოცულობა იზრდება და შესაბამისად შიმშილის გრძნობაც მცირდება. ამასთან, ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სელის თესლის ნახარშის ხანგრძლივი მიღება დაუშვებელია – მიიღეთ 2 კვირა, შემდეგი 2 კვირა შეისვენეთ. აღნიშნული ციკლით იღებთ სელის თესლს 3 თვის მანძილზე, შემდეგ 1 თვე ისვენებთ. ნახარში დააქვეითებს თქვენს მადას, დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, პოზიტიურად მოქმედებს კანზე – რბილი და ხავერდოვანი ხდება, ფრჩხილები მაგრდება, თმა ბრწყინვალებას იძენს.

ნახარშის მოსამზადებლად ჩაყარეთ 2 ს.კ. სელის თესლი ემალირებულ ჭურჭელში და დაასხით 3 ჭიქა წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის მანძილზე, გააგრილეთ, შეგიძლიათ არ გადაწუროთ. მიიღეთ 1/2 ჭ. თბილი ნახარში ჭამამდე 1 საათით ადრე, გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.


საკვებში სელის თესლის დამატება ადვილად გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან, საკმარისია დღეში 2 ს.კ. სელის თესლი და არარნაირი დიეტა აღარ დაგჭირდებათ. დაფქული თუ მარცვლების სახით შეგიძლიათ დაუმატოთ ფაფას, სალათს, ბოსტნეულის რაგუს, ხორცის კერძებს, სუფს - უფრო ადვილად ხდება ორგანიზმის მიერ მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შეთვისება, ზედმეტი კილოგრამები კი იწვება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე - ბევრ საშუალებას არ შეუძლია მსგავსი ეფექტის მოხდენა.


ვიტამინების კოქტეილი სელის თესლით

კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა დაფქვათ 1 ს.კ. სელი თესლი ყავის საფქვავში, დაუმატეთ ახლადგამოწურულ სტაფილოს წვენს, შემდეგ კი 1 ჩ.კ. სელის თესლის ზეთი შეურიეთ. გააჩერეთ 5 წუთი და მიიღეთ.


მარტივი რეცეპტი წონის დასაკლებად

დაფქულ სელის თესლს უმატებენ კეფირს ან იოგურტს. იღებენ 2 კვირის მანძილზე დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ. 30 წთ. ადრე. პირველ კვირას 100 მლ. უცხიმო კეფირს შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქულ სელის თესლი, მეორე კვირას სელის თესლი 2 ჩ. კ.-მდე გაზარდეთ.


სელის თესლის ზეთი ორგანიზმისთვის საკვები ღირებულების მიხედვით, მყარად იკავებს პირველ ადგილს სხვა მცენარეულ ზეთებს შორის.


ასევე დაგაინტერესებთ:


ქალური სილამაზის 5 ძირითადი კანონი კოსმეტიკის ექსპერტის პაულა ბიგაუნისგან


რომელ მინერალს რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის


9 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე უნდა მიირთვათ მაღალი წნევისა და ქოლესტერინის თავიდან ასაცილებლად


5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით


ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს


5
10422
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
10422
  
2017, 27 ნოემბერი, 12:49
დიდი მადლობა ლელა მშვენიერი რჩევები მომეცი
2017, 26 ნოემბერი, 21:46
ვეცდები, ხატი თუმცა, გირჩევ საკუთარი გამოცდილებით – დღეში 4 -ჯერ ერთი და იგივე დროს მიიღე საკვები, ჭამასა და ჭამას შორის საერთოდ არაფერი, ტიბეტელ ბერებთან დავდიოდი მსგავსი პრობლემა რომ მქონდა, მათ მასწავლეს... წონაში მოსამატებლად ძალიან კარგია ჩირი, გირჩავ საღამოს ყოველდღიურად მიირთვა (კურაგა, ქიშმიში , ქლიავი, ლეღვი... ნიგოზი და თაფლიც დაუმატე) ერთი სიტყვით, რეჟიმია საჭირო ;) და სწორი კვება
2017, 26 ნოემბერი, 21:32
მადლობა
2017, 24 ნოემბერი, 13:11
წონა არასოდეს მაწუხებდა, მაგრამ თავად სტატიაა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი.
2017, 24 ნოემბერი, 11:15
ლელ, წონაში მოსამატებელი რეცეპტიც დაწერე რაა :დ მე მინდა :დ
0 1 5