სხვა ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმა 2017, 25 ოქტომბერი, 10:34 ![]() "კვრივი. ნაკვთიერი. ყოველ ნაკვთში - მზის ჭავლი ხალასი. ასხეპილი, ვით ასკილი. დახვეწილი, დაწმენდილი. ხალისით ალესილი. შმაგი, ხანდახან შლეგი. ძალააყრილი. აცეცხლებული, რადგან თვითონ სიცოცხლე: "ცეცხლი", "ცოცხალი". ხლტომა. ავარდნა. გავარდნა. მოვარდნა. ხედვაში თავლციალი შევარდნის. როკვა: რიტმული დენის ელვარი. ცქაფი წამახულ ფერხთა: წარმოუსახავი: ითქმის ზებუნებრივი. ამავე დროს მთელი ტანი: თითქოს უძრავი, ურხევი, "თითქო": რადგან ლხენით ავსილი. მოშვილდული..." ასე აღწერს ცეკვა ქართულს გრიგოლ რობაქიძე. ცეკვას, რომელიც ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად ითვლება და ქართული კულტურის ნამდვილ განძს და ქართველთა ჭეშმარიტ სიამაყეს წარმოადგენს. ![]() ![]() ქალი არ ამხელს გრძნობებს... არ კეკლუცობს, უბრალოდ მოკრძალებით ხრის თვალებს და ცდილობს გაიქცეს. მაგრამ დარჩენა სურს, ძალიან... ცდილობს თავის ნებაზე იაროს, მაგრამ საყვარელი მამაკაცის მძლავრი ხელის ქვეშ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ... და ემორჩილება კიდეც... უცნაურია, თითქმის შეუძლებელია იმის გარჩევა, ვინ ვის ემორჩილება, ვის ვინ მიჰყავს... ერთნი არიან, ერთი სხეულის სხვადასხვა ნაწილი, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ იარსებებენ... ![]() ცეკვა "ქართული" ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს შორის ყველაზე რთულად შესასრულებელ ცეკვად ითვლება. ცეკვა ხუთ ნაწილიანია: კაცი იწვევს ქალს - სთხოვს გაჰყვეს, ზუსტად ისე, როგორც რეალობაში ხდება, ხელის თხოვნის დროს. ერთად ცეკვავენ, იცნობენ ერთმანეთს. ჯერ კაცი ცეკვავს სოლოს... მერე ქალი... ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები, ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ... დაბოლოს, ყველაფერი ერთად ყოფნით მთავრდება... გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ცეკვა სრულდება ტრადიციულ ქართულ ქორწილში ნეფე-პატარძლის მიერ - ეს ხომ მათ მიერ განვლილი და გასავლელი გზაა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს ![]() 2. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... ![]() 3. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს... ![]() 4. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით! ![]() 5. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილი ![]() 6. რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობა ![]() 7. დაისის" "მისაკუთრების" გამო სომხები ქართველებს ბოდიშს უხდიან ![]() 3777 11-ს მოსწონს
|