ფეხბურთი რამდენიმე დღეში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მრავალშვილიანი მამა გახდება - "ფიფამ" რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ( + ფოტოები ) 2017, 24 ოქტომბერი, 16:08 32 წლის თანამედროვე ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას კრიშტიანო რონალდუს უკვე სამი შვილი ჰყავს. დღემდე არავინ იცის, უფროსი ვაჟი - რონალდუ უმცროსი ვისთან გააჩინა ვარსკვლავმა, ( ჭორებს თუ დავუჯერებთ ისიც სუროგატი დედისგან გააჩინა ).ცნობილია რომ ტყუპები რამდენიმე თვის წინ სუროგატი დედისგან შეეძინა. ამჟამად კი 2017 წლის და არა მარტო ამ წლის - უკვე ვეღარც კი ვითვლით რამდენჯერ დაასახელეს კრიშტიანო წლის საუკეთესო ფეხბურთელად - ის შეყვარებულია. მისი რჩეული გახლავთ 22 წლის ფოტომოდელი ჯორჯიანა როდრიგესი. წყვილის სერიოზული ურთიერთობა გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე, როდესაც პორტუგალიელი იბიცაზე ისვენებდა ესპანელ მოდელთან ერთად.შეგახსენებთ, რომ მანამდე კრიშტიანოს სასიყვარული ხუთწლიანი კავშირი ჰქონდა რუს სუპერმოპდელთან ირინა შეიკთან.წყაროს ინფორმაციით, წყვილს მეოთხე ახლა უკვე საკუთარი შვილი და ისიც გოგონა ოქტომბრის ბოლოს შეეძინება.ამის შესახებ რონალდუმ თავად ამცნო დაინტერესებულ საზოგადოებას თავის "микроблог", სადაც ეს სურათი ატვირთა.ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ კრიშტიანო როგორც გიჟი მამა მთელ თავისუფალ დროს თავის შვილებთან გაატარებს, რაშიც როდრიგესიც დარწმუნებულია.ლონდონში გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, რომელსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დაესახელებინა, მადრიდის " რეალის" კაშკაშა ვარსკვლავი თავის უფროს ვაჟთან და ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.მადრიდის " რეალის" თავდამსხმელი და პორტუგალიის ნაკრების წევრი კრიშტიანო რონალდუ "ფიფამ" წლის საუკეთესო ფეხბურთელად ცნო.2017 წელს მოიგო პორტუგალიელმა ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, რის გამოც ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.ესპანური პრესა არა ერთ სტატიას უძღვნის კრიშტიანოს. მათ შორის ყველაზე საინტერესოა, "МОЛЧИТ КОРОЛЬ, МОЛЧИТ. КРИШТИАНУ НИКАК НЕ МОЖЕТ ЗАБИТЬ В ЛА ЛИГЕ" - როგორ არ შეუძლია რონალდუს ლა ლიგის დავიწყება - წერს წყარო.რაც შეეხება კრიშტიანო რონალდუს რჩეულს ჯორჯიანა როდრიგესს, ის მართლაც წარმატებული მოდელია, რაზეც ფოტოები მეტყველებს. 284 5-ს მოსწონს
|