ფეხბურთი ვინ აპირებს მადრიდის "რეალის" დატოვებას 2013, 23 აპრილი, 12:54 მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცი და ფეხბურთის სინამდვილეში "ერთადერთად" ცნობილი ჟოზე მოურინიო, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "რეალი" უნდა დაეტოვებინა და მუშაობა "ჩელსიში" ან "პარი სენ ჟერმენში" დაეწყო, კულუარული ინფორმაციით თანამდებობას შეინარჩუნებს.ხოლო 'რეალის" კარის დარაჯი იკერ კასილიასი და გუნდის მცველი სერხიო რამოსი ესპანეთის "სამეფო გუნდს" აუცილებლად დატოვებენ.ეს სენსაციური ცნობა ერთ -ერთმა გაზეთმა გაავრცელა, თუმცა ინფორმაცია რამდენად ზუსტია, არავინ იცის. ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არც იკერ კასილასს და არც სერხიო რამოსს არ წყალობდა, აღარავისთვისაა დასამალი.მათ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ტრამვამდე დაიძაბა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ესპანეთის საფეხბურთო საზოგადოებამ "ერთადერთს" იკერ კასილიასისთვის თამაშის უფლების მიცემა მოსთხოვა, მაგრამ ცნობილმა "ჯიუტმა" მოურინიომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია ესპანელი საზოგადოების მოთხოვნას.ტრამვის მოშუშების შემდეგ კასილიასი აგერ უკვე რამდენიმე თვეა, სათადარიგოთა სკამს ხეხავს.იმასაც ამბობენ, რომ თითქოს კასილიასი გუნდიდან წასვლითაც კი დაიმუქრა. გუნდის პრეზიდენტი ძალიან რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ერთის მხრივ სახელგანთქმული მწვრთნელი, ხოლო მეორე კი ცნობილი ფეხბურთელი. იმავე გაზეთის ინფორმაციით, პერესმა პორტუგალიელს გუნდში დარჩენა ოფიციალურად სთხოვა.ცნობილია, რომ პორტუგალიელს მადრიდელებთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება. კულუარული ცნობით, მოურინიო არსად წასვლას არ აპირებს და მინიმუმ ერთი წლით მადრიდში დარჩება.იმავე ცნობით, იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი მომავალი სეზონიდან ახალ გუნდებში იასპარეზებენ, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტულად სად ვიხილავთ ამ ორ ბომბარდირს. 54 33-ს მოსწონს
|