სხვა დასახელდა ორგანიზმის დამანგრეველი მკურნალობის ხალხური მეთოდები 2017, 3 ნოემბერი, 10:19
РАМН-ის მონაცემების მიხედვით ავადმყოფების 80 %-მა მკურნალობის არატრადიციულ ხალხურ საშუალებებს მიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ ეს არა თუ დაეხმარა მათ, ბევრს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. რადგან, რაც უფრო სერიოზულია დაავადება, მით საშიშია ხალხური საშუალებები.
ხახვი და ნიორი ![]()
გაციებისას ნივრის შედებას სადღა არ გვირჩევენ – ცხვირშიც და პირშიც, ოთახში ჩამოკიდებას და ა.შ. თუმცა თანამედროვე მედიცინას არ დაუდასტურებია ნიორ-ხახვის თერაპიის ეფექტურობა. ნიორი უძლურია ნებისმიერ ინფექციურ დაავადებასთან და ეთიკური თვალსაზრისითაც მავნეა ადამიანისთვის. უფრო მეტიც, თანამედროვე კვლევები არ ადასტურებენ ნიორის ეფექტურობას ქოლესტრინის შემცირებაში, თუმცა ამაზეა უკვე აწყობილი ნიორის ფუძეზე საკვები დანამატების წარმოება.
კარტოფილის (და ა.შ.) ნახარშების სუნთქვა ![]() სამედიცინო ენაზე მსგავს მეთოდს "ორთქლის ინჰალაცია" ეწოდება.მრავალ საბჭოთა ბავშვს ახსოვს, როგორ აჯენდნენ ადუღებილი წყლით სავსე ქვაბთან და აფარებდნენ თავზე პირსახოცს. ამ ქვაბში ჩაედინებოდა ოფლის და ცხვირიდან გამოსული ლორწოს ნაკადი, რაც მკურნალობის ეფექტურობის მნიშვნელოვან ნიშნად ითვლებოდა, ხოლო გაღიზიანებული კანს და თვით დამწვრობებსაც კი ყურადღებას არ აქცევდნენ. რა თქმა უნდა, ჩათბუნება ფიზიოთერაპიაში გამოიყენაბა, მაგრამ ამისთვის არსებობს განსაკუთრებული ნათურები. ხოლო ინჰალაცი თანამედროვე მსოფლიოში მიღებულია გაკეთდეს სპეციალური აპარატებით- ინჰალატორებით.
ასი გრამი წიწაკიანი არაყი ძილის წინ ![]() არაყი, უდაოდ ფლობს გამაყუჩებელ ეფექტს. გარდა ამისა, არაყი ქმნის სითბოს ცრუ შეგრძნებას, წიწაკიანი კი ხველების ფაქტზე ადუნებს ყურადღებას. და თუ დილით კიდევ ერთ ას გრამს დააყოლებთ და ა.შ., რასაც ბევრი აკეთებს, დაავადება შეუმჩნევლად გაგივლით. მაგარმ, არ ღირს იმის დავიწყებაც, რომ მაგარი ალკოჰოლი იმუნურ სისტემას თრგუნავს. სხვათაშორის, ექიმები არ ეწინააღმდეგებიან თბილ ღვინოს, როგორც მკურნალობის დამატებით საშუალებას.
ორთქლიანი აბანო ![]() საერთოდ, აბანო ბევრი დაავადებისთვის ძალიან საშიშია, მათ შორის გრიპების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს. თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ გარდაიცვალა გულზე მიღებული დიდი დატვირთვის გამო, არსებულ დაავადებას ნამდვილად გაართულებს, რადგან გადახურებისას ანთებითი პროცესები ძლიერდება. გავხურდეთ იმ ტემპერატურამდე, რაზეც ვირუსი კვდება, შუძლებელია. ექიმები ავადმყოფობის შემდეგაც კი არ უწევენ რეკომენდაციას რამოდენიმე დღე აბანოში წასვლას. ბორჯომიანი რძე და მსგავსი ცხელი კოქტეილები ![]() ყოველი ექიმი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს რეკომენდაციას უწევს "თბილ სასმელებს". ეს არ ნიშნავს -ცხელს. ცხელი მავნებელია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, რადგან ამ დროს ზედმეტად ღიზიანდება ლორწოვანი გარსი. ხალხურ მედიცინაში ცხელი სასმელი ყოველთვის უნდა იყოს რძე -თაფლით, კარაქით, "ბორჯომით". ყველაფერი ეს გამოყენება ყელის ტკივილის და ხველის შემსუბუქებისთვის. მაგარმ რძე არ არის ინგრედიენტი, მითუმეტეს კარაქიანი. და არც თუ ისე სასარგებლო, რადგან მკურნალობის ეს მეთოდი კუჭისთვის მძიმეა. სასარგებლოა წყლიანი თბილი სასმელები: ხილის წვენები, ხილის კომპოტები, ჩაი და ა.შ.
მდოგვის საფენები და ქილები
ამ და მათი მსგავში საშუალებების - სათბურებლების, თბილი კომპრესების და ა.შ. ეფექტურობა საბჭოთა პერიოდში კლასიკური მედიცინისთვის სადაო თემას არ წარმოადგენდა. სინამდვილეში კი ეს მეთოდები - არც მეტი, არც ნაკლები ეგრეთ წოდებული " ყურადღების გადამტანი თერაპიაა", რომელიც ავადმყოფს მხოლოდ თეორიულად უმცირებს ტანჯვას, გადააქვს რა ყურადღება მკურნალობის პროცესზე და ცვლის ყელის ტკივილის შეგრძნებას ტრამვირებული კანის ტკივილით. განსაკუთრებით საშიშია ქილები - თანამედროვე მედიცინა არ უწევს მათ რეკომენდაციას კანში სისხლის მიმოქცევის შეუქცევადი დარღვევის საშიშროების გამო.
საავიაციო ნავთის გამოვლება
ეს საშინელი რეცეპტი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღემდე სარგებლობს პოპულარობით. გამოიყენება ლარინგიტების, ფარინგიტების და ა.შ. სამკურნალოდ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა ნავთი ანადგურებს თავის გზაზე ყველაფერს, მათ შორის ისეთ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ მაგალითად, ტონზილიტს ( ლათ. tonsillae — ნუშურები) — სასის ნუშურების ანთება). მაგრამ სწორედ ასევე შეიძლებოდა ამ ბაქტერიების მოკვლა თუნდაც ცხელი კარაქით. ეს საავიაციო საწვავი წვავს არა მარტო ყელის, არამედ ტრაქეას, კუჭნაწლავის და იმ ყველა ადგილის ლორწოვან გარსს, სადაც კი ის მოხვდება. იხილთ ასევე: 1. დასახელდა ყველაზე არაეფექტური და უსარგებლო სამედიცინო პროცედურები! 2. განსაკუთრებული წერტილი სამხედრო მედიცინიდან! (ექსტრემალური მედიცინა) 3. ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილოა! -აცხადებენ მეცნიერები. 1498 9-ს მოსწონს |
აბანოზე რა გითხრათ, მაგრამ უფლის ჭარბად მოდენა მგონი ხელს უწყობს მკურნალობის პროცესს. თუ ასეა მაშინ ორთქლის აბანო არ უნდა იყოს ურიგო