სხვა სკანდალი რეკლამაში: ჩაუცმელი მამაკაცები ( + 18 ) 2017, 21 ოქტომბერი, 21:42 რეკლამებში წარმატებული მამაკაცის გვერდით ნახევრად შიშველი გოგონები არავის აღარ უკვირს... Suistudio არის კომპანია, რომელმაც მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინა, აქცია რა ქალის ლამაზი ცხოვრების ატრიბუტად შიშველი მამაკაცი. როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?
საქმიანი ქალების კოსტიუმების ახალი კოლექციის პრეზანტაციისას თავისი პროვოკაციულ კამპანიას Suistudio-ომ უწოდა "ჩაუცმელი მამაკაცები". ფოტო: Suistudio ძლიერი სქესის წარმომადგენლები ასრულებენ დეკორაციის, ქალის წარმატებული ცხოვრების ატრიბუტის როლს, რომლებიც კაცებს, როგორც ნადავლს ისე ეპყრობიან.
Suistudio-ს ხელმძღვანელის, კრისტინა ბარიჩელის განცადებით, ასეთი რეკლამა წარმოადგენს მოწოდებას, გადაიხედოს მამაკაცის და ქალის როლი რეკლამაში, სადაც გოგონები ხშირად მხოლოდ ლამაზი ობიექტის რანგში წარსდგებიან. მიუხედავად მოცემული რეკლამის კრიტიკისა, Suistudio-მ მაყურებლისგან მრავალი დადებითი გამოხმაურება მიიღო. ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თემის ამგვარი მოწოდება დიდხანს დაამახსოვრდება საზოგადოებას. სამოდელო კომპანიების შემდეგი ნაბიჯი სავარაუდოდ იქნება ისეთი რეკლამის გამოშვება, სადაც მამაკაცები და ქალები არ გამოვლენ მხოლოდ როგორც ყურადღების მიმზიდველი ობიექტები.
იხილეთ ასევე: 1. ჩანთების ცნობილმა მწარმოებლებმა მყიდველები შოკში ჩააგდეს...( მერწმუნეთ, ისინი ტყავის ნაწარმს აღარასოდეს შეიძენენ) 2. უბოდიშობამდე მისული გაბედულება! 3. ესთეტიკისა და ვულგარულობის სახიფათო სიახლოვე 911 12-ს მოსწონს
|