x
image
melody_inside
შერონ სტოუნმა აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი 57 წლის ასაკში!
ფოტოსესია ჟურნალისთვის Harper’s Bazaar


image
ჟურნალმა Harper’s Bazaar გამოაქვეყნა 57 წლის შერონ სტოუნის სურათები.


როგორც ჩანს, ვარსკვლავმა ეს ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ კვლავ მიეპყრო პრესის
ყურადღება. ბოლო დროს ხომ მას ფილმებში აღარ გადაუღია.



თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ამ ფოტოებს და გაიფიქროთ : „ რა თქმა უნდა, მისი ფულებით და უპრობლემო ცხოვრებით... ის ხომ უფრო იოლი ცხოვრებითცხოვრობს, ვიდრე ჩვენ!“ მაგრამ, ეს ასე არაა.


2001 წელს შერონ სტოუნი ანევრიზმით იყო ავად. შემდეგ სისხლის გაჟონვაც დაემართა თავში და სიკვდილს გადაურჩა.

image

image

როცა ის საავადმყოფოდან გამოვიდა _ ენა ებმოდა, კოჭლობით დადიოდა. მას კითხვაც კი აღარ შეეძლო!

შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ქორწინება ჟურნალისტ ფილ ბრონშტეინთან - დაიშალა და შერონმა მეურვეობის უფლება დაკარგა აყვანილ შვილზე -როანაზე.


სტოუნმა გადაიტანა ინსულტი. როცა პალატაში სამი დღის შემდეგ გონს მოვიდა, ექიმს უთხრა: „ მე ალბათ დედას უნდა დავურეკო.“
მან უპასუხა - „მართალი ხართ. თქვენ ხომ მალე შეიძლება ლაპარაკიც ვეღარ შეძლოთ.“


მსახიობის დედა პრენსილვანიიდან მაშინვე ჩამოფრინდა: იმ შორტებით, რითაც ბაღში მუშაობდა.
რამდენიმე დღით გვიან ანგიოგრამამ აჩვენა, რომ შერონს ხერხემლის არტერია გაუსკდა. ექიმები იძულებული იყვნენ მისთვის პლატინის 22 ფირფიტა ჩაეყენებიათ.
შინაგანი სისხლდენა შემცირდა, მაგრამ სრულად, მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეწყდა.

ამ ისტორიის შემდეგ შერონი მიხვდა, რომ სექსუალურობა _ ეს მხოლოდ გარე გარსი არაა.




image


„ მე რომ ის დამეჯერა, რომ ვიყო სექსუალური _ ეს ნიშნავს ვიყო ისეთი, როგორიც „ძირითად ინსტიქტში“, ძალიან გამიჭირდებოდა დღეს ცხოვრება.“



და განაგრძობს:

„ მე ვგრძნობ, რომ მთელი ჩემი დნმ შეიცვალა. ჩემი ტვინი სულ სხვაგვარად ფიქრობს, შეიცვალა ჩემი სიარულის მანერა, შეიცვალა გემოვნებები, გამიქრა ალერგიის ერთი ტიპი და მოვიდა მეორე.“

მას თვეები დასჭირდა სრულად რომ აღედგინა მარცხენა ფეხი და წლები _ მხედველობის აღსადგენად.

ამჟამად ის ამბობს, რომ საბოლოო ჯამში გაიგო მთავარი : სროლყოფილება - ეს ილუზიაა ნებისმიერ ასაკში.


„ ყველაფერი ფარდობითია. ახლა, 57 წლის, მე თავს ვგრძნობ უკეთესად, ვიდრე 1990 წელს Playboy –ის ფოტოსესიის დროს."

0
883
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0