სამცხე ჯავახეთი ბორჯომის რაიონში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა 2017, 21 ოქტომბერი, 14:33
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები გამოვლინდა, ადგილობრივების თქმით სოფლის მოქმედი დეპუტატი და მისი შვილი რომელიც ახლა დეპუტატობის კანდიდატია მართველი პარტიიდან ადგილობრივებს ემუქრება და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით აშინებს.
ადგილობრივი მცხოვრების ოდისეა აპოსტოლიდის ამბობს: „გვაშინებენ, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით გვემუქრებიან, თუ მათ ხმას არ მივცემთ, აქ მცხოვრებთა უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს ბერძნული და ქართული, ამ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატია, ახლა მის შვილს სურს დეპუტატობა, სწორედ ამიტომ დგანან კიბეებთან და მოუწოდებენ ხალხს 41 შემოხაზონ." იგივეს აცხადებს ამავე სოფლის მკვიდრი ნინა აპოსტოლიდი, მისი თქმით სოფელში ასაკიანი მოსახლეობა უფრო მეტია, ამიტომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადვილად ზემოქმედებენ მათზე. ციხისჯვრის თემში ამჟამად მოქმედი დეპუტატი თედორე ილიევი დაშინებისა და მუქარის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სახლში დარჩა, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა და შემდგომში ხმის მისაცემად მივიდა. აგიტაციის ფაქტს უარყოფს თედორე ილიევის შვილიც, რომელიც ციხისჯვრის მაჟორიტარობის კანდიდატია ქართული ოცნებიდან. წყარო: „ტელეკომპანია ბორჯომი" ვიდეო - ასევე დაგაინტერესებთ ფაქტები
27 8-ს მოსწონს
|