x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის
imageსახიფათო და ვიწრო გზა, რომელიც მატარებლისთვის "კუკუშკისთვის" არის განკუთვნილი და აკავშირებს მეზობელ ქალაქებს ბორჯომსა და ბაკურიანს ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. რამდენიმე დღეში ამუშავდება განახლებული ხაზი, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომის მატარებლისთვის. გზა გარემონტდა, მაგრამ თავდაპირველი სახე მაინც შენარჩუნებულია.


ერთადერთი ვიწრო ლიანდაგი საქართველოში - ეს არ არის მხოლოდ ტრანსპორტი, მას კულტურული ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს იგი XIX საუკუნეში დაარსდა და ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა.


ამ გზის სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და სიგანე 900 მმ-ს. იმის გამო, რომ გზაზე არის მრავალი სირთულე და მოსახვევი, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 2.5 საათს - ტრანსპორტი მანქანასთან შედარებით არის ძალიან ნელი, მაგრამ საინტერესო.

image


კომპანია "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზა მომავალში ძეგლის სტატუსს მიიღებს და ეროვნული კულტურული სტატუსი მიენიეჭება.


ერთ-ერთ საინტერესო დეტალად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხიდი, რომელიც დაპროექტებულია გიუსტავ ეიფელის მიერ და ბორჯომში მას "ეიფელის ხიდს" უწოდებენ. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, მდინარე ცემისწყალზე. მონტაჟი განხორციელდა დიზაინერ ბესარიონ ქებურიას მიერ და დასრულდა 1902 წელს.

imageასევე დაგაინტერესეთ სტატიები

1 - რომანოვების სიცოცხლის ბოლო დღეები

2 - 25 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომელიც უნდა ნახოთ

3 - შოკისმომგვრელი ფოტოები, რომლებიც გადაღებულია The Empire State Building-ის მშენებლობისას

4 - "მე ზემოდან ყველაფერს ვხედავ": საინტერესო ფაქტები მათზე, ვინც სიმაღლეზე მუშაობს

5 - ქალაქი სადაც ზამთარში სიცოცხლე წყდება


0
437
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0