x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
არ შეიძინოთ ეს 10 ნივთი, თუ ის უკვე ნახმარია!

image

ზოგი ნივთი ან ისეთი პირადულია, ან ისეთი ადვილად ფუჭებადი, ან იმდენად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კუთხით, რომ თვით ყველაზე ღარიბმა მომხმარებელმაც კი ის ნახმარი (მეორადი) არ უნდა შეიძინოს.



საცურაო კოსტიუმი (კუპალნიკი) და ქვედა საცვალი


image

აქ თითქოს ყველაფერი გასაგებია. არ ღირს იმის თაობაზე საუბარი, რომ საცურაო კოსტიუმი და თეთრეული სხეუზე ძალიან ახლოს გამოიყენება. და ბევრი, ზიზღის გრძნობის გარეშე ასეთ ინტიმურ ნივთებს ვიღაცის შემდეგ არ ატარებს.



ფეხსაცმელი


image

ნახმარი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ მოუხერხებებელი როდია. მან შეიძლება ჯანმრთელობის მხრივაც შეგიქმნათ სხვადასხვა პრობლემა. გამოყენებული ფეხსაცმელი უკანასკნელი მფლობელის ფეხის მიერ არის ფომირებული. ასევე შეგახსენებთ ცუდ სუნს და სოკოვან დაავადებებს.

საწოლის ნივთები


image



გაფიქრებაც წარმოუდგენელია: შეძლებთ სხვის გაოფლილ საწოლში წოლას?... თვით ძალიან კარგი ხარისხის ლეიბებიც კი სავარაუდოდ 8-10 წელია ვარგისი მხოლოდ.(მტვრის და ბაქტერიების მშვენიერი ბუდეა)



ბავშვის საწოლები და საბავშვო ავეჯი



image


თუ არსებობს ახალი ავეჯის ყიდვის რაღაც შანსი, ნუ იყიდით ნახმარს და იყიდეთ ყველაფერი ახალი. რატომ უნდა ალოკოს და კბინოს თქვენმა ბავშვმა ის ნივთი, რომელსაც უკვე მანამდე სხვა ხმარობდა? არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ახალი საწოლები ბავშვის უსაფრთხოების ახალ -ახალი მეთოდებით მზადდება და პატარას დაზიანების ნაკლები ალბათობაც ექნება.




ნოუთბუქი


image



მისი მრავალი პრობლემა სწორედ პორტატულობაშია. ნახმარი ნოუთბუქის ყიდვისას თქვენ არ იცით როგორ ეპყრობოდა მას პირველი მფლობელი. (გაუფრთხილებლობით გადასხმული ყავა, ბუტებროდის ნამცეცები კლავიატურაში და ა.შ.)

ასევე ვერ ღებულობთ იმ ტექნიკურ გარანტიას, რომელსაც ახალის ყიდვისას გთავაზობენ და ასევე, ახალი ნოუთბუქების შესაძლებლობები ყოველთვის გაუმჯობესებულია, ვიდრე მათი წინამორბედებისა.




ციფრული ფოტო და ვიდეო კამერები


image




როგორც ნოუთბუქების, ციფრული აპარატების შემთხვევაშიც უცნობია რამდენად უფრთხილდებოდა მას წინა მფლობელი. ობიექტივის უმნიშვნელო დაზიანებაც კი გავლენას ახდენს ფოტო ან ვიდეო გადაღებაზე. შეიძლება არსებობდეს ფარული დაზიანებებიც, რომლის გამომჟღავნების და აღმოჩენის შემთხვევაში მისი შეკეთება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.



მოტოციკლეტის ჩაფხუტი

image


ჩაფხუტი, როგორც წესი, განკუთვნილია ავარიის დროს დაცვისთვის. მაგრამ, ერთი ავარიის შემდეგ მეორეს შეიძლება ვერ გაუძლოს. ყიდულობთ რა ახალს, ამით თქვენ ზრდით შანსს იმისას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საიმედოდ დაგიცავთ. არ დაივიწყოთ ასევე ტუბერკულიოზით დაავადების რისკის ალბატობაც.




საბურავები



image



ხშირად ძნელი ამოსაცნობია, მანქანის საბურავები ავტო საგზაო შემთხვევის ნაწილი იყო თუ არა. ავარიის შემდეგ ისინი არც თუ ისე საიმედონი არიან. საბურავის გარსის შიდა დაზიანება გარედან შეიძლება არც კი შეიმჩნეოდეს.



მანქანის სავარძლები


image




თუ გამოყენებული სავარძელი ნორმალურად გამოიყურება, მაინც არ წარმოადგენს იშვიათობას დაზიანებულები. შიგნიდან თავს იყრის მტვერი, ობი, ძველი შალითა მალე შეიძლება გაცვდეს და უვარგისი გახადოს სავარძელი.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად უმჯობესდება უსაფრთხოების ტექნოლოგიები.



ქუდები


image



სავარაუდოდ, სანამ ქუდს გაჩუქებენ ან გაყიდიან, მას არ წმენდენ და ასუფთავებენ. წინა მფლობელის ძველი ლაქები, თმები, იოლად შეიმჩნევა და თქვენ ასევე არ იცით კანის რამდენი ინფექცია შეიძლება მიიღოთ მისგან.



იხილეთ ასევე:

1. ათასებად შეფასებული ერთდოლარიანი კუპიურა. შეამოწმეთ თქვენიც!!!


2. ჩაიჩურჩულეთ ჯადოსნური შელოცვა იმისთვის, რომ მოიზიდოთ წარმატება, სიყვარული, ფული...


3. არ შეიძინოთ ნიორი მარკეტებში! იქ 80 % - ჩინური ნიორია!


4
1150
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1150
  
2017, 20 ნოემბერი, 15:20
100 % იტ მართალია სწორედაც რომ ;))))
2017, 5 ნოემბერი, 23:23
განსაკუთრებიტ საშიშია მეორადი ფეხსაცმელები და თეთრეული. არადა მიკვირს,საკმაოდ კარგად რომ იყიდება:(
2017, 4 ნოემბერი, 23:12
სრულიად ვიზიარებ, მანჩო, თქვენს აზრს! არავინ იცის კიდევ რა ენერგეტიკა მოყვება :(
2017, 27 ოქტომბერი, 9:26
მეორადების მაღაზიასთან გავლაც კი მეზიზღბა, იმდენად საშინელი სუნი გამოდის ხოლმე გარეთ. ჯობს რამე იაფფასიანი, მაგრამ ახალი ტანსაცმელი იყიდოთ, ვიდრე ვითომ ბრენდული და წლობით ვიღაცის ნატარები.
0 1 4