x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩაიჩურჩულეთ ჯადოსნური შელოცვა იმისთვის, რომ მოიზიდოთ წარმატება, სიყვარული, ფული...
image


ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა განსაკუთრებულია. მათი დახმარებით შესაძლებელია წარმატების მიზიდვაც და უსიამოვნებებისგან თავის დაცვაც. ეს ერთგვარი მაგიური სასწრაფო დახმარებაა...


შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ... უმჯობესია _ შეამოწმოთ!


ჩურჩული წარმატებისთვის


image

-თუ გსურთ წარმატება მიიზიდოთ, მაშინ, გადააბიჯებთ რა სახლის ზღურბლს, ჩაიჩურჩულეთ:


„ჭეშმარიტება იმაშია, რომ ამ ზღურბლს იქით ჩემი ძალაა“


-თუ გსურთ თავი დაიცვათ უფროსის რისხვისგან:
„ მე მარცხენა ნაპირზე ვარ, შენ -მარჯვენაზე. იყვირებ -არ იყვირებ, მაინც ვერ დამიყვირებ“. ეს უნდა ჩაიჩურჩულო უფროსთან შეხვედრამდე მაშინ, როდესაც ის რამით უკმაყოფილოა.


- თუ გსურთ დღემ წარმატებულად ჩაიაროს, დილით ადექით
მარჯვენა ფეხით და თქვით:


„საითაც მარჯვენა ფეხი მიდის, იქითაა მარცხენაც. სადაც მე, ჩემი წარმატებაც იქ“.


ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა ფულისთვის

image

-ფულის მიღებისას, ჩაიჩურჩულეთ:

„ფული ჯერ ჯიბეში, მალე მთელი ჩემოდანიც იქნება“.


-ჩურჩული საფულისთვის:

„ჩხრიალებს ჩემი საფულე, ფულისგან სუქდება. დღითი დღე ჩემი წარმატება უფრო მწვანე ხდება“.



-თუ გასცემთ ფულს:

„ ფულს ვაძლევ, მაგრამ უკანვე ველოდები“.

ჩურჩულით შელოცვა ზურგს უკან

image

-ზურგს უკნ ჩაჩურჩულება წარმოითქმება იმისთვის, რომ
დავსაჯოთ ვინც ჩვენ გვაწყენინა ან თავი დავიცვათ მისი ბოროტი აზრებისგან.


- თუ რამე ცუდი გისურვეს, თქვით:

„რასაც მისურვებ, შენვე გქონდეს“.


- თუ თქვენ უხეშად მოგექცნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე: „შენია ნეგატივი, შენ უნდა იცხოვრო ამით, მე კი სხვისი არაფერი
მინდა“.


- მტრის ზურგს უკან ჩაიჩურჩულე:

„შენი სიტყვები შენს მხრებზე იყოს“.

ჩურჩული სიყვარულზე


image

-თუ გსურთ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, მას გზად ჩაუჩურჩულეთ:
„როგორც გაზაფხუზე ბალახი მიმოიფინება, შენც ასევე გაეფინები ჩემს წინაშე“.


-თუ გსურთ საყვარელი ადამიანი სხვა ქალს ჩამოაშოროთ, შეუმჩნევლად ჩაუდეთ ჯიბეში ნიორის თავი და თქვით:


„გადააგდებ ნიორს, ამოიგდებ გულიდან ( მეტოქის სახელი)“.
ბუნებრივია, აღმოაჩენს რა ჯიბეში ნიორს, მამაკაცი ამოიღებს და გადააგდებს მას.


-როდესაც ქმარი მიდის, კვალდაკვალ მიაყოლეთ:

„როგორც წყალი ბრუნდება მიწიდან ცაში, შენც ჩემთან დაბრუნება გიწერია“.


image

ეს შელოცვები რთულ სიტუაციებში დაგეხმრებათ _ განწყობა გამოგისწორდებათ და წარმატებას მოიზიდავთ. გხსოვდეთ, რომ ნებისმიერი ჩაჩურჩულების და ან შელოცვისას, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს სიტყვებში მთელი თქვენი ენერგია და ძალა ჩადოთ. გისურვებთ იყოთ ბედნიერები და წარმატებულები ყველაფერში!

და თუ ამ ვიდეოს ყურებისას სურვილს ჩაიფიქრეთ, ის აუცილებლად აგისრულდებათ!


იხილეთ ასევე:

1. 7 რამ, რაც არ შეიძლება გულსაკიდ ჯვართან დაკავშირებით

2. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა...

3. ბედნიერების და წარმატების მომტანი 22 ნივთი (რას გვირჩევდა ვანგა)

3
5863
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5863
  
2017, 18 სექტემბერი, 14:24
ნამდვილად, ვიზიარებ შენს აზრს – რაც შეიძლება მეტი პოზიტივი!!!
2017, 18 სექტემბერი, 14:19
მადლობა საყვარელო :-).....ძალინ მინდა სტატიები მხოლოდ სიყვარულზე და კარგ თემებზე იწერებოდეს..... და სიკვდილზე, ტკივილზე და ბოროტებაზე არ გვიხდებოდეს წერა და კითხვა.... რა მაგარი იქნებოდაააა
2017, 18 სექტემბერი, 14:15
საინტერესო სტატიაა, ნინი ნამდვილად, სიტყვებს ძალიან დიდი ძალა და ენერგია აქვს!
0 1 3