ვალერი ჯონსის (Valerie Jones)გარდაცვალების მიზეზი გახდა ალკოჰოლის ზედმეტი დოზა, როგორც გაირკვა იგი აღნიშნავდა საშინელი სენისგან, -კიბოსგან განკურნებას.მოკლედ საკმაოდ უცნაური ისტორიაა, თქვენ თვითომ განსაჯეთ.
54 წლის ვალერი საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე გაემგზავრა დასასვენებლად, ტურისტული საგზური მეუღლის საჩუქარი იყო, იმის აღსანიშნავად, რომ ვალერიმ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სიმსივნე დაამარაცხა.
ვალერიმ შვებულების მეორე დღიდანვე დაიწყო ღვინის სმა, სვამდა დილით, შუადღისას, ექსკურსიის დროსაც კი.
საღამოს სასტუმროს ნომერში მეუღლესთან ერთად დალია ღვინო.

ამის შემდეგ ქმარს ჩაეძინა, ნასვამი ვალერი კი ქორწილში დაუპატიჟებლად ჩავიდა, რომელსაც სასტუმროს რესტორანში იხდიდნენ, იქ კიდევ დალია, იმხიარულა, იცეკვა და ახალი მეგობრებიც შეიძინა.
ღამის 2 საათზე ვალერი ტუალეტში აღმოაჩინეს გრძანობადაკარგული.
ქალი სასწრაფო დამხმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვალერი ჯონის გარდაცვალების მიზეზი გახდა ჭარბი ალკოჰოლი, რომელიც ოთხჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
იხილეთ აგრეთვე