საქართველო როგორი დამოკიდებულება აქვს კალაძეს და მის ყოფილ უწყებას ქართული ენისა და საქართველოსადმი... 2017, 20 ოქტომბერი, 13:35
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს სკანდალური დოკუმენტის შესახებ, იგი პოსტის ბოლოში უთითებს, რომ შეუძლია დაინტერესებულ ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს გადასცეს ეს ოფიციალური დოკუმენტაცია.
დოკუმენტი ასაჯაროებს იმას, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას შესაბამისი უწყებები არ თარგმნიან ქართულ ენაზე. არადა, ცხადია, სახელმწიფო მნიშვნელობის ნებირმიერი დოკუმენტაცია, უცხო ენის პარარელურად უნდა არსებობდეს სახელმწიფო ენაზეც. ეს ხომ საყოველთაოდ მიღებული ნორმაა?!
მოსამართლე: ეს დოკუმენტი რაც თქვენ წაროადგინეთ, ის ხელშეკრულებაა რასაც მოსარჩელე ითხოვს? ენერგეტიკა: ეს ის საჯარო ინფორმაციაა, რაც დაცულია ადმინისტრაციულ ორგანოში. ადვოკატი: მთავრობამ ინგლისურენოვანი დოკუმენტი ცნო? ენერგეტიკა: თქვენი მოთხოვნა არის საჯარო ინფორმაციის გადმოცემა და ჩვენც გადმოგეცით საჯარო ინფორმაცია. თუ როგორი ფორმით გადმოგეცემათ საჯარო ინფორმაცია ამ სასარჩელო მოთხოვნაში არ შეიძლება მსჯელობა, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია არის მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გასცემს საჯარო ინფორმაციას ამავდროულად ვალდებულია თარგმნოს უცხოენოვანი ინფრომაცია სამწუხაროდ ასეთი უფლებამოსილება და მითუმეტეს ვალდებულება ენერგეტიკის სამინისტროს არ გააჩნია. ადვოკატი: თქვენ ვალდებული ხართ წარმოადგინოთ სასამართლოში დოკუმენტი ქართულ ენაზე. მოსამართლე: გასაგებია თქვენი პრეტენზია მაგრამ სასამართლო ამისთვის ხომ არ არის, რომ მე თარგმნილი დოკუმენტის წარმოდგენა დავავალო. ადვოკატი: მხარემ თქვას და დაადასტუროს, რომ არ არსებობს ქართულ ენოვანი ხელშეკრულება. არ არსებობს ქართულ ენოვანი ხელშეკრულება? მოსამართლე: სწორად მაგას ამბობს. ენერგეტიკა: არ არსებობს, თორემ ბუნებრივია გადმოგეცემოდათ ქართულ ენაზე.
2592 1-ს მოსწონს
|