საზოგადოებრივი წმინდა შიოს სახელობის მონასტერი ანუ "შიოს მარანი" 2017, 19 ოქტომბერი, 21:27 წმ. შიოს მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი.მდებარეობს მდინარე თურდოს მარცხენა მხარეს შემაღლებულ ადგილას სოფელ რუისპირსა და იყალთოს შორის. რუისპირი - სოფელი თელავის რაიონში მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი სოფელი ახატელი, ზღვის დონიდან 600 მ. ![]() თელავიდან 7 კილომეტრი. სოფელ იყალთოში, დგას XVIII საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკა მონასტერი "შიოს მარანი" ![]() ![]() ისტორიულად აქ იყო უკვე გამქრალი სოფელი არტოზანი, როგორც მას მღვდელი მიხეილ ხელიძე მოიხსენიებს (ჟურნალი ივერია1888 წ. N90) მონასტრის ნაგებობთაგან, ამჟამად მხოლოდ წმ შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი, სხვა ნაგებობები თითქმის მთლიანადაა დანგრეული, საძირკველის დონეზე. ![]() ![]() წმ.შიოს სახელობის მონასტერი აგურითაა ნაშენები და დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა ეკლესია კარგადაა განათებული 8 ფართო სარკმლით. რომელთაგან სამი აფსიდაშია გაჭრილი-ორ-ორი სამხრეთისა და დასავლეთის ხოლო ერთი ჩრდილოეთის კედელში. სარკმელთა წილთხრები შიგნითკენ იშლება. ტაძრის კამარა პილასტრებსა და ცრუპილასტრებს ეყრდნობა. აფსიდაში სამსაფეხურიანი ცოკოლია შექმნილი. საკურთხეველი დარბაზისგან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი ახლა მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ![]() ![]() ![]() კანკელში გაჭრილია აღსავლის კარი და სამკვეთლოში შესასვლელი ღიობი. ტაძრის ჩრდილიეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მარანს წარმოადგენს. იგი ორსართულიანი ყოფილა. XX საუკუნის ბოლოს რესტავრაციით მეორე სართული ბეტონის კამრითაა გაუქმებული და საერთოდ აღარ აღიქმება. მარანში საწნეხელი დღესაცაა დაცული. ![]() ![]() ტაძრის სამხრეთ კედლის ცენტრში მიშენებულია კარიბჭე, რომლის ცენტრალური კამერა ამჟამად ბეტონის ნახევარწრიული კამრითაა შეცვლილი ასეთივე კარიბჭე უნდა ჰქონოდა ტაძრის დასავლეთი მხრიდან. ამჟამად ამ კედელზე მიდგმულია მოგვიანო პერიოდში აშენებული რიყის ქვის ორფერდა სახურავიანი ნაგებობა და სამრეკლო. ეკლესიის ფასადები სადაა თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილ ჯვრების გამოსახულებლებს.ტაძარი ნაგებია XIII საუკუნის შუაწლებში. ამავე დროს 1247-1259წწ მთლიანად მოუხატავთ . ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმთაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. ტაძრის ისტორიის შესახებ სამწუხაროდ წყაროები არაფერს ყვება. მას მოკლედ მოიხსენიებენ, ფილადელფოს კიკნაძე, ივანე კერესელიძე და კირიონ ეპისკოპოსი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დასავლეთის მთავარი შესასვლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 196 2-ს მოსწონს
|