საბუნებისმეტყველო ასტრონომები გიგანტური შავი ხვრელების შეერთების დასაკვირვებლად ემზადებიან 2022, 10 მარტი, 16:45 ![]() თუ შეერთება მოხდება ეს იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო ასტრონომიაში, რამდენადაც შავი ხვრელების შეერთებას არასდროს დაკვირვებულან. ადრეული წინასწარ მეტყველებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დააკვირდებიან წყვილ უდიდესი მასის შავ ხვრელს, ოპტიკური სიკაშკასისა და რენტგენული გამოსხივების რხევის ანალიზის საფუძველზე, რომელიც მოხდება გალაქტიკის ბირთვში. ასტრონომიული ობიექტების სიკაშკაშე დამოკიდებულია მათ ბრუნვაზე თავიაანთი ღერძის გარშემო ან სხვა სხეულის გარშემო. მოცემულ შემთხვევაში, ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ სიხშირის ციკლი ჩქარდება, და ახსნეს ის, როგორც ორი სხეულის მიახლოება. შეერთება გამოიწვევს სინათლის სიკაშკაშეს, ასევე ფართო დიაპაზონის სიხშირის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. გარდა ამისა, ასტრონომები ელოდებიან ძლიერ გრავიტაციულ ტალღებს და ნეიტრონების ნაკადს, რამაც შეუძლია ბევრი მოუთხროს მეცნიერებს შიდა ატომურ პროცესებზე ასეთ ექსტრემალურ პირობებში. წინასწარმეტყველება გააკეთეს ჩინეთის სამეცნიერო უნივერსიტეტიდან ნინ ცზი-ანიმ და მისმა კოლეგებმა მათი გათვლებით შეერთება მოხდება ასიდღიდან სამას დღემდე. ანდა ანალიზის სხვა მეთოდებით სამ წლამდე. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დასკვნები ჯერ არ დამტკიცებულა სხვა მკვლევარებისაგან, მხოლოდ ბევრმა ასტრონომმა დაიწყო დასაკვირვებლად ტელესკოპებთან დროის ბრონირება, რათა შეამოწმონ წინასწარმეტყველება. ამას გარდა გალაქტიკის აქტიურ ბირთვში შეიძლებ არც იყოს შავი ხვრელი, რამდენადაც ასეთი ტიპის გალაქტიკების ბირთვის ბუნება მეცნიერებისათვის ბოლომდე არაა ცნობილი. 239 შეფასება არ არის
|