საზოგადოება რატომ არის აუცილებელი ზოგრჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა... 2017, 19 ოქტომბერი, 11:27 არც ისე ბევრს უყვარს მარტო ყოფნა, ზოგს ეშინია კიდეც. ჩვენ ვცდილობთ თავისუფალი დრო გავატაროთ მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჩავერთოთ სოციალურ ქსელში და შევიქმათ იმის განცდა, რომ მარტო არ ვართ.
მაგრამ ზოგრჯერ სასარგებლოა საკუთარი თავის პირისპირ მარტო დარჩენა.
აი მიზეზებიც:
1. გაჩნდება დრო შემოქმედებითი ძიებისთვის
იდეები, რომლებიც მარტო ყოფნისას იბადება, გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით. თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე, არ ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. ეს საშუალებას იძლევა შექმნათ რაღაც ახალი და არაორდინალური. 2. გეძლევა შესაძლებლობა დაალაგო შენი აზრები ჩვენი გონება გამუდმებით დაკავებულია რაღაცაზე ფიქრით.. ვადაგადაცილებული სესხი, შაბათ-კვირას მეგობრის დახმარება, წვეულებაზე რა ჩაიცვა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ა.შ. ამიტომ ზოგრჯერ აუცილებელია მარტო დარჩენა და გონებაში არეული ფიქრებისა და აზრების დალაგება.შესაძლოა ამით იპოვოთ იმ პრობლემის გადაჭრის გზა, რაც დიდი ხანია გაფიქრებთ. 3. იზრდება შრომისუნარიანობა ვერაფრით ახერხებთ დიდი ხნის წინ დაწყებული წიგნის ბოლომდე წაკითხვას? დიდი ხანია გეგმავთ სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებას? შესაძლოა ეს მას შემდეგ შეძლოთ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით. ეს მეთოდი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე მეგობრებთან ჭორაობა ან ინტერნეტში ძრომიალი. 4. საკუთარი თავისთვის დრო გამოყავით არავის უნდა თქვენთან ერთად გამოფენაზე, კინოში ან უბრალოდ სასეირნოდ წასვლა? ეს არ არის მიზეზი, რომ თქვენც უარი თქვათ წასვლაზე. დაუთმეთ საკუთარ თავს და სურვილებს მეტი დრო. შეირბინეთ სალონში, იშოპინგეთ, მოკლედ გააკეთეთ ყველაფერი რაც გსურთ. ნუ იქნებით სხვის სურვილებზე დამოკიდებულნი. 5. ეს კონცენტრირებაში დაგეხმარება თუ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მოგცენ. მარტოობა დაგეხმარებათ კონცენტრაციაში. არც ხელის შემშლელი და თქვენ საქმეში ცხვირის ჩამყოფი გეყოლებათ და იდეალურად გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის დავალებას. 6. შესაძლებლობა მოგეცემათ დაისვენოთ ზოგრჯერ აუცილებელია დაისვენო ცხოვრების ყოველდღიური გიჟური რიტმისგან, მაგრამ შვებულებაში წასვლა ხშირად არ არის შესაძლებელი. ამიტომ თუნდაც ერთი საღამო რომ განმარტოვდეთ სრული ჰარმონია დაისადგურებს თქვენ გონებაში. 7. თქვენ გახდებით უფრო თავდაჯერებული მარტო ყოფნისას თქვენ უსმენთ საკუთარ თავს და საკუთარი სურვილების ასახდენად ისახავთ მიზანს. არავის არაფერს უხსნით..თავად იცით რა გინდათ და ამას როგორ მიაღწევთ. 8. თქვენ უფრო დააფასებთ გარშემომყოფებს... როცა გარკვეულ დროს გაატარებთ მარტო. ეს დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და საქციელი სხვა ადამიანების მიმართ. მიხვდებით შეცდომებს, რომელიც დაუშვით სხვადასხვა დროსა და ადგილზე. ამით უფრო დააფასებთ საყვარელ ადამიანებს და შეეცდებით თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი და პოზიტიური გახადოთ. 55 4-ს მოსწონს
|