საზოგადოება საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში ითოვებს. 2017, 17 ოქტომბერი, 8:32 დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, საქართველოში ტემპერატურის კლება განპირობებულია ჩრდილოეთ რაიონებიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში ითოვებს. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში 9-14, მაღალმთიან რაიონებში კი ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსს, ზოგან 0 გრადუსს მიაღწევს. ავტორი:წიფაnews 82 2-ს მოსწონს
|