x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
მინუს 5კგ. 1 კვირაში - ამ მეთოდით გახდომის დროს, შიმშილობა საჭირო არ არის!

image

image

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით გახდომის დროს, შიმშილობა საჭირო არ არის! მისი არსი ორგანიზმის სრულ გასუფთავებაში და საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებაში მდგომარეობს. ხოლო, აღნიშნული შედეგის მიღება შეიძლება… მარილიანი წყლით.

imageნაწლავების გასუფთავება მარილიანი წყლით

imageრომ გახდეთ, 1 კვირის მანძილზე უნდა სვათ მარილიანი წყალი. მაგრამ, არა ჩვეულებრივი – სუფრის ან სადილის (ქვამარილი), არამედ წყალი ზღვის მარილით! მოიმარაგეთ ზღვის მარილი და მოემზადეთ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვისთვის.

მარილს საფაღარათე ეფექტი აქვს. ის მთლიანად ასუფთავებს ნაწლავებს, რაც გახდომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მარილიანი წყალი ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. უკვე 2-3 დღის შემდეგ, თქვენ დადებით ეფექტს შეამჩნევთ!

imageსწრაფი გახდომის 4 წესი

1. გაწმენდა მარილიანი წყლით

მარილიანი ხსნარის მომზადების და მიღების წესები:

1 ჩ. კ. ზღვის მარილი გახსენით 1 ლ. წყალში.

შენიშვნა: ჭურჭელს რომელშიც ეს წყალი იქნება არ დაახუროთ რკინის სახურავი და მორევისას, ხის ან პლასტიკატის კოვზი გამოიყენეთ.

200 მლ. მარილიანი წყალი უნდა მიიღოთ ყოველი საუზმის, სადილის და ვახშმის წინ 30 წუთით ადრე და 2, 5 საათის შემდეგ. ანუ თუ სამჯერად კვებაზე ხართ, 6 ჭიქა უნდა დალიოთ. იმ შემთხვევაში, თუ სამხარიც გექნებათ, კიდევ 2 ჭიქა დაემატება.

2. უსარგებლო კალორიების აკრძალვა

საკვების მიღების დროს, სითხის მიღება არ შეიძლება: არც წყალი, არც ჩაი, არც ყავა. იმ შემთხვევაში, თუ დღის მანძილზე, მაგ., რძიანი ყავა მოგინდებათ, ისე განიხილეთ ის, როგორც ცალკე ტრაპეზი.

დიეტის დროს, უარი უნდა თქვათ შაქრის და დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველ პროდუქტებზე და ისინი ხილით და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.

3. სასარგებლო საკვების პატარა ულუფები

მარილიანი წყლის ყველა წესის დაცვით მიღების შემთხვევაში, ადამიანი ერთ ჯერზე, უფრო ნაკლებ საკვებს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ იღებდა და ეს თავისთავად ხდება. მაგრამ, მნიშვნელოვანი მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობა კი არა, ის არის, თუ რამდენად ხარისხიანია ეს საკვები.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, უნდა მიირთვათ: შვრიის და წიწიბურის ფაფები, მაკარონი, მხოლოდ მყარი ხორბლის ფქვილით დამზადებული, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, თხილეული, პარკოსნები.

ხორცი — რაც შეიძლება ცოტა, მარილიანი რეჟიმის პირველ დღეებში, უმჯობესია თუ საერთოდ ამოიღებთ რაციონიდან. ეს ნაწლავების და კუჭის გაწმენდას შეუწყობს ხელს. მომდევნო დღეებში კი, მხოლოდ 100 გრ. უცხიმო ქათმის ხორცი შეიძლება, ისიც სურვილის შემთხვევაში.

რძის პროდუქტებიდან შეიძლება მხოლოდ ხაჭო.

ჩირზე და დიეტურ, უსაფუარო პურის ფირფიტებზე (ე. წ. ხლებცები) შეზღუდვები არ არის.

შეგიძლიათ თევზიც შეუზღუდავად მიირთვათ.

4. უარის თქმა ზიანის მომტან სასმელზე და საკვებზე

სასმელებიდან აკრძალულია ტკბილი გაზიანი სასმელების, ალკოჰოლის, კეფირის, რძის და ბურახის მოხმარება. დანარჩენი — შეიძლება, მაგრამ ძალიან მინიმალური რაოდენობით.

თუ თქვენ შეძლებთ და 3 დღის მანძილზე ზუსტად დაიცავთ ამ დიეტას, იმდენად შესამჩნევ ეფექტს მიიღებთ, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მისი გაგრძელების სურვილი გაგიჩნდებათ. დიეტის ხანგრძლივობა 1 კვირა არის, მაგრამ სურვილია შემთხვევაში, შეგიძლიათ კიდევ 1 კვირით გაახანგრძლივოთ.

შენიშვნა: თუ წყლის გემო არ მოგეწონებათ, ვიდრე გემოს შეეჩვევით, პირველ დღეებში, შეგიძლიათ ცოტა ლიმონის წვენი დაამატოთ.


image

უკუჩვენება: მარილიანი წყალი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ დიეტის გამოყენება არ შეიძლება. მაგ., ჰიპერტონიის, გასტრიტის ან კუჭის წყლულის შემთხვევაში.


P. S. მარილიანი წყლის სასარგებლო თვისებები

1. წყალი ზღვის მარილით — ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ნამდვილი საცავია. ქიმიკოსებმა მასში 80-მდე ელემენტი გამოყვეს.

ზღვის მარილის შემადგენლობა:

ქლორიდი (Cl-) -55.03%
ნატრიუმი (Na+) — 30.59%
სულფატი (SO42-) — 7.68%
მაგნიუმი (Mg2+) — 3.68%
კალციუმი (Ca2+) — 1.18%
კალიუმი(K+) — 1.11%
ბიკარბონატი (HCO3-) — 0.41%
ბრომიდი (Br-) — 0.19%
ბორატი (BO33-) — 0.08%
სტრონციუმი (Sr2+) — 0.04%
დანარჩენი მინარევები — 0.01%

2. მარილი ნაწლავებისთვის ნატურალური ანტიბიოტიკის ფუნქციას ასრულებს. ხოლო, მარილიანი წყალი საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს.

3. მარილიანი წყალი ამაგრებს ძვლებს.

4. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დონის შენარჩუნებას. გემოს თუ გაუსინჯავთ ფიზიოლოგიურ ხსნარს, მასაც მლაშე გემო ექნება, რადგან მის შემადგენლობაში ერთ-ერთი კომპონენტი ნატრიუმქლორიდი ანუ მარილი არის.

5. იმის გამო რომ ზღვის მარილი მდიდარია ნერვული სისტემისთვის საჭირო მინერალებით, მას ნორმაში მოჰყავს ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ხსნის უძილობის პრობლემას. ზღვის მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში სერატონინის და მელატონინის საჭირო დონის შენარჩუნებას.

6. გაციებისა და გრიპის შემთხვევაში, ის ფილტვებში დაგროვილ ლორწოს შლის და ორგანიზმიდან გამოჰყავს.

0
6475
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0