x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სენსაცია ტკბილეულის მოყვარულთათვის: შეიქმნა შოკოლადის ახალი სახეობა

როგორც ამბობენ, ჩვენს დროში, უკვე ყველაფერი გამოგონილია და ახალი რამის შექმნა, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ ასე არ ფიქრობენ ბარი-კალბოს (Barry Callebaut – შვეიცარული კომპანია, ლიდერი შოკოლადის მსოფლიო ბაზარზე) კონდიტრები. მათ ამა წლის 6 სექტემბერს პრეზენტაცია გამართეს, რომელზეც შოკოლადის ახალი სახეობა წარმოადგინეს. ინფორმაცია ახალი შოკოლადის შექმნის შესახებ, პრეს-რელიზის სახით, თავად კომპანიამ გაავრცელა.

image

თეთრი, შავი, რძიანი და ახლა უკვე ლალისფერი! და ეს სრულფასოვანი შოკოლადი არის და არა უკვე არსებული შოკოლადების ნაირსახეობა. პრეს-რელიზის თანახმად, ახალი შოკოლადი, კომპანიის ფრანგულ და ბელგიურ ცენტრებში შემუშავებული სპეციალური ტექნოლოგიით, რუბის ჯიშის კაკაოსგან მზადდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს, ახალი ტიპის შოკოლადი გასული საუკუნის დასაწყისში კომპანია Nestle-ში შეიქმნა. მანამდე არსებულ შავ და რძიან შოკოლადებს, თეთრი შოკოლადი შეემატა, რომელიც მაღაზიებში 1930 წ. გამოჩნდა.

image

imageimage

ახალ შოკოლადს «Ruby», ანუ ლალისფერი უწოდეს და როგორც ამბობენ, მისი ფერი 100 % ნატურალური არის (არა აქვს დამატებული საკონდიტრო საღებავი) და მას საერთო არაფერი აქვს ამერიკულ ვარდისფერ შოკოლადთან!

imageimage

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ახალი შოკოლადი მუქი და გაჯერებული ფერით განსხვავდება ამერიკუკუ ვარდისფერი შოკოლადისგან. ახალ შოლოლადს სრულიად განსხვავებული გემო აქვს.

და მაინც როგორი ამ შოკოლადის გემო?

«შავი ანუ იგივე მწარე შოკოლადი, ხანდახან მართლაც რომ მწარეა და ის ყველას არ მოსწონს. თეთრიმეტისმეტად ტკბილია და რძის გემო აქვს. ხოლო რუბის, კენკრის გემო აქვს და დარწმუნებული ვარ, ის ბევრს მოეწონება», – აღნიშნა კონდიტერმა მარტინ დიეზმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რეცეპტში არც კენკრა არის და არც არომატიზატორი, რომლებსაც შეეძლო მისთვის მსგავსი გემოს მინიჭება.

image

როგორც ბარი-კალბოას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუბიშეღებილი თეთრი შოკოლადი არ არის, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ. ეს სრულიად ახალი შოკოლადის ტიპია და ის მაღაზიებში 2018 წლის ბოლოს გამოჩნდება და მაშინ, მისი დაგემოვნების შესაძლებლობა უკვე ყველას ექნება.

imageimage

ჩვენ კი, შოკოლადის მოყვარულებს, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია!

1
100
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
2017, 19 ოქტომბერი, 18:45
ველი... :))
0 1 1