აჭარა "ხანძარი" ბათუმში 2017, 15 ოქტომბერი, 14:55 მეორე სართულის აივნის ღია კარიდან დამწვრის სუნი და კვამლი გამოდის. მეზობლები ტელეფონზე უშედეგოდ რეკავენ. ბინის კარი დაკეტილია.
მალე ერთი სახანძროს ეკიპაჟი მოვიდა.
აივანს კიბე მიადგეს. ერთი მეხანძრე აივანზე გადადის, დანარჩენები სადარბაზოში შერბიან. მეხანძრე კარს იქით გაუჩინარდა. ხალხი ღელავს. პაუზა გაიწელა. . . მეხანძრეებმა ვერ მიუსწრეს. ანთებულ გაზქურაზე დადგმული საჭმელი მთლად დანახშირებულიყო. ხალხი, ზოგი კმაყოფილი და ზოგი უკმაყოფილო ნელნელა იშლება. მეხანძრეებიც იბარგებიან ამასობაში მეორე ეკიპაჟიც მოსულა. სასწრაფო დახმარება გზიდან უკან დააბრუნეს. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთლით გაფუჭებულ საჭმელს 34 2-ს მოსწონს
|