x
image
Trollface
ახალი Bentley EXP 9F
image


წელს, კომპანია ბენტლიმ ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინა ყველგანმავალი EXP 9 F, თუმცა ამ მოდელის ბედი ნაწილობრივ დამოკიდებულია საზოგადოების, ჟურნალისტების და კრიტიკოსების რეაქციაზე. რა რეაქცია იქნება, ამის პროგნოზირება არ არის რთული. Bentley EXP 9 F - ს რთულია სიტყვა “ლამაზი'' უწოდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტომობილის ძარის წინა ნაწილი: ბამპერი, რადიატორის საფარი და უზარმაზარი ფარები. აღტაცება ვერც ავტომობილის დისკების უჩვეულო დიზაინმაც ვერ დაიმსახურა. აღსანისნავია ისიც, რომ ავტომობილი საოცრად ჰგავს Range Rover - ს.

ახლა კი უშუალოდ ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებზე.ამ მხრივ Bentley EXP 9 F - ს მართლაც შესანიშნავი მონაცემები აქვს. ავტომობილი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავით, 6.2 ლიტრი მოცულობით, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს...ამ განსაცვიფრებელ ძრავთან შეწყობილია 8 - საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.ამ ყველაფრის წყალობით ავტომობილი 0 - 100 კმ - მდე სულ რაღაც 5.4 წამი სჭირდება. ავტომობილს აქვს მოძრაობის რამდენიმე რეჟიმი.ესენია: კომფორტი, სპორტი და Off Road. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ გადაწყდება ამ მოდელის სერიული წარმოება, გათვალისწინებულია კიდევ მეორე კომპლექტაცია V8 ძრავით, რომელიც Bentley Continental GT - ში იყენებენ. ავტომობილის ზუსტი ფასის შესახებ კომპანიის წარმომადგენლები ჯერ არ საუბრობენ, თუმცა სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფუფუნების საგანი იქნება.


image


image

image

image

image

image

image

image

image








1
132
2-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
132
  
2012, 17 ივნისი, 19:45
სუპერ
0 1 1