სიახლეები ინდური Ferrari F430 2012, 2 აგვისტო, 20:29 მოგესალმებით ყველას, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი იდნური ავტო-ატელიე სახელწოდებით Executive Modcar Trendz, რომელიც ქალაქ მუმბაიში მდებარეობს.აღნიშნულმა ატელიემ გადაწვიტა ერთი ჩვეულებრივი მანქანის Toyota Corolla - სგან თანამედროვე სპორტკარი Ferrari F430 აეწყო...
ერთი შეხედვით ალბათ ბევრს გაუჭირდება ნამდვილი ფერარისაგან მისი გარჩევა...თუმცა თუ დეტალურად დააკვირდებით უამრავ განსხვავებას ნახავთ...ამ მოდელს ნამდვილი ფერარისგან ძალიან მცირე დეტალები ერგო: ფარები, დისკები, საღებავის ფერი და ფორმა, დანარჩენი კი მთლიანად ტოიოტა კოროლაა...ძრავი, სავალი ნაწილები, გადაცემათა კოლოფი, სავარძლები...ნამდვილად არ ვიცი რა განცდა დაეუფლება ადამიანს, როდესაც გგონია რომ ფერარიში ზიხარ, კაპოტის ქვეშ კი 4-ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის 92 ცხენის ძალიანი ძრავი დევს.აი როგორ გამოიყურებოდა ეს “ფერარი'' თავდაპირველად... აღნიშნული მოდელის დამზადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ატელიეს...თუმცა სანაცვლოდ 22 000 დოლარზე მეტი უნდა გადაიხადოს...ახლა კი ინდური “ფერარის'' ფოტოები... სულ ეს იყო...იმედია მოგეწონათ. 30 4-ს მოსწონს
|