საზოგადოება Arvida Byström - ბუნებრივი სილამაზე თუ? 2017, 13 ოქტომბერი, 15:24 ეს ის სკანდალური გოგონაა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ვინ არის ის? არვიდა დაიბადა შვედეთში 1991 წლის 4 ოქტომბერს.ის არის ფოტოგრაფი, მოდელი და მუსიკოსი. არვიდას კარიერა განვითარდა ლონდონში, ლოს ანჟელესსა და სტოკჰოლმში. ის თანამშრომლებს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა : Nasty Gal, Monki, Wonderland Magazine, Lula Magazine, Vice, Rookie mag, Garage magazine, Baby Baby Baby magazine, I heart magazine. არვიდამ გადაღებები 12 წლის ასაკში დაიწყო. მისთვის საინტერესო იყო საზოგადოების აზრი, სურდა „ გაგება სიმართლის, თუ როგორ გხედავთ სამყარო თქვენ „ ამის გასაგებად არვიდას ფოტოობიექტივში არაერთი ადამიანი აღმოჩნდა.ის აქვეყნებდა პუბლიკაციებს და იღებდა მონაწილეობას ქალების გზავნილებში, რომლებიც სვამდნენ კითხვებს გენდერობაზე, ქალურობაზე და არაერთ ტაბუ დადებულ თემაზე. დღითიდღე არვიდაში იღვიძებდა ფემინიზმი. მოდელმა დაიწყო ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა. მისთვის მისაღები და დასაფასებელი გახდა თმა ქალის სხეულზე. იმისათვის, რომ გამხდარიყო უფრო დამოუკიდებელი, არვიდამ მიატოვა ოჯახი და სტოკჰოლმიდან ლონდონში გადავიდა, რაც კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებებში. თავადაც აქტიურად საქმიანობდა და სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ინსტაგრამის ვარსკვლავი მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია. მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა Adidas-ის ახალი რეკლამის შემდეგ, სადაც ის თამამად პოზირებს გაუპარსავი ფეხებით და ქალის ბუნებრივ სილამაზეს უსმევს ხაზს. რამდენად შეიძლება დავარქვათ ამას სილამაზე და ესთეტიურობა, ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა. 79 1-ს მოსწონს
|