x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"მწერ - აცივდაო, თურმე ქარიც დაქრის ვერაგი..." - ნინო ქოქოსაძის განუმეორებელი მინიმები

image

ნინო ქოქოსაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წერს ლექსებს, მოთხრობებს. თარგმნის რუსულ პოეზიას, გთავაზობთ მინიმებს, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს მისი კრებულიდან " მინიმა" :

ლიფტის მინიმა

მეორე.
მესამე.
მეოთხე.
ინთება ტაბლოზე სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს –
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება - სახლში ხარ?
ან იქნებ, აღარც კი მიმელი.
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
....................
მესამე.
მეორე.
პირველი.

image

CV მინიმა

უცხო ენა - სავალდებულო!
................
„ჩემო კარგო ქვეყანავ“,
„მზის და ვარდების მხარე“ - ქალაქო,
პური რომ მომცე -
რომელ სხვა ენაზე გელაპარაკო?

გულგრილი მინიმა
ეს -
სიგარეტის გამყიდველი, ბაღის კუთხეში
მთელი დღე დგას და
ღამით სახლში როცა მიატანს,
ხომ შეიძლება გახდეს ხესავით
ქ(მ)არი რომ გახდის ფოთლის ზედატანს.

image

ბომჟის მინიმა

გამშობლიურებულ ტროტუარზე ასვენია,
გასხვისებული
სახლ-კარის სევდა.

ნიუანსის მინიმა

არ არსებობენ ნიუანსები.
დღეს დილით -
პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები,
საქმიანი ვიზიტების დღიურში ჩავდე.
...და თითქმის ყველა შეხვედრაზე დამაგვიანდა.

image

მარტოხელა მინიმა

განა რაა?
ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი.
მე კი უბრალოდ,
მომენატრა ვინმე "ასეთი":
- "რომ წამოხვალ,
პური წამოიყოლე"...

image


მეზობელი

სადარბაზოსთან შემხვდა გუშინ,
ის - სიფრიფანა.
მოვიკითხე:
მოხუცი დედა, პატარა ბავშვი.
მას კი პასუხად მიჰქონდა სახლში,
ცალი ფუნთუშა
და შუშა წამლით.


მათემატიკა. IV კლასი.

საკლასო ოთახის ჭუჭრუტანიდან ვიხედები...
ჩემი გოგონა -
იმედისმომცემ პასუხს იძლევა,
როცა ამოცანა გვეკითხება:
- ეყოფა თუ არა დედას ფული
საშობაო საჩუქრებისთვის?



***
მშვიდობით!
ხიდს გაღმა აერო–
პორტია,
რეისი: "თბილისი–კაირო".
შენ ალბათ, გადაფრენაც მერცხლებმა გასწავლეს,
მაგრამ დაბრუნება,
ვაი, რომ....

image

მინიმა ახსნა
ბავშვებს ვუამბობ
ჩემეულ ზღაპრებს,
უფლისწულზე და ფერიაზე.
.......
შენ გეღიმება,
რადგანაც ხვდები–
ათასმეერთედ გიხსნი სიყვარულს.

image

უსინათლო მინიმა

ჩემი საცოლე -
სულის სიმწვანეში მოქათქათე თეთრი ყვავილი.
.........................
ეს შედევრია...
დაიწერა ოღონდ ბრაილით.

image

* * *


მწერ - აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი...
....................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და –
მოვახურე ჩემი პერანგი.


image


image


მართალი


–როგორ ხარ?
–როგორც ჩემი ქვეყანა.
-სად ცხოვრობ?
-მთებში.
....................
ტანზე ეცვა -"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი,
"ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში...


იმედი მაქვს, ისიამოვნეთ.


0
792
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
792
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0