x
image
jango
ილია მეორეს აზრით მანდატურები ბავშვებს დაბეზღებას ასწავლის

imageძალიან ბევრი აქებს განათლების სამინისტროს განხორციელებულ რეფორმას, რომლის შედეგადაც სკოლაში მანდატურები შევიდნენ, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ უმეტესობა აქედან სახელმწიფოს სამსახურში მყოფია, რომელსაც შეიძლება სხვა რამის თქმა არც შეუძლია.მანდატურის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მასწავლებლებს უფლებები
ჩამორთმეული გვაქვს და მანდატურის უფლება კი განუსაზღრელია. ეს უფლებები დაგვიბრუნონ, შესაბამისად პედაგოგის ავტორიტეტიც გაიზრდება და პოლიციელის საჭიროებაც არ იქნება სკოლაში, აი ამას ამბობენ მასწავლებელები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრით, სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია . როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ბავშვების აღზრდაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშობლებს, ეკლესიასა და სკოლას ეკისრება და მათ ახალი თაობის სიყვარულით აღზრდაზე უნდა იზრუნონ. რათქმაუნდა ვინ თუ არა ილია მეორე, პატრიარქმა ადრეც თქვა რომ მასწავლებლებს თავისუფალი მუშაობის უფლება უნდა მიეცეთო, ისინი არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. მანდატურები დავუნიშნეთ. ისინი კი არ ზრდიან ბავშვებს, აქცევენ მათ ენის მიმტანებად თავიანთ მასწავლებლებსა და მეგობრებზე. ამიტომ ეს საკითხი შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით შვილებს, მხოლოდ სიყვარულით და კეთილი სიტყვით უნდა აღვზარდოთ ისინი.

0
190
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0