x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მცენარეები, რომლებიც სახლს სიღარიბისგან და პრობლემებისგან იცავენ

ბევრ ადამიანს სახლის მცენარეები უყვარს. მაგრამ, ყველამ არ იცის მათი მაგიური თვისებების შესახებ. მაგ., ის, რომ მცენარეები კარგად გრძნობენ სახლის და პატრონის ენერგეტიკას. და თუ რამე ისე არ არის — რეაგირებენ... ეს ალბათ, ყვავილების ბევრ მოყვარულს შეუნიშნავს!

უძველესი დროიდან, ადამიანები საკუთარი სახლის ნეგატიური ენერგიისგან დაცვას ცდილობენ. საამისოდ, ისინი სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მათ შორის, ერთ-ერთი ცოცხალი მცენარეებით დაცვა არის. დღის მანძილზე, ჩვენ უამრავი უარყოფით ენერგიის წყაროს და ნეგატიურ ემოციას ვხვდებით. ეს ენერგეტიკა, ისე მიგვაქვს სახლში, რომ ამის შესახებ არც კი ვეჭვობთ და ამით სახლის მიკროკლიმატს ვარღვევთ. ამ ნეგატივის მცენარეები შეიგრძნობენ და მომენტალურად აღმოფხვრიან მას.


image

image

ამდენად, გარეთ, პირადი ენერგოველის დაცვა სპეციალური თილისმებით შეიძლება, ხოლო სახლში, დადებითი ატმოსფეროს შესაქმნელად, შეგვიძლია ქოთნის მცენარეები გამოვიყენოთ. მათ შორის, ნეგატიურ ენერგეტიკასთან ბრძოლისუნარიანობით, ყველაზე მეტად, შემდეგი მცენარეები გამოირჩევიან:



ნარშავი


image


ამ ეკლიან მცენარეს ჩვენი წინაპრები შესასვლელ კარზე ამაგრებდნენ. მცენარესთან ასეთი თანაცხოვრება, კომფორტულიც იყო და ბოროტი ზრახვები კარის ზღურბლს არ სცილდებოდა.

იყო შემთხვევები, როდესაც მის ტოტებს საძინებელში და ცხოველების სადგომებშიც ათავსებდნენ. გადმოცემით, ნარშავი უდიდეს ძალას ფლობს, რომელსაც შეუძლია, როგორც სახლის, ისე ადამიანების და ცხოველების დაცვა. მოწყვეტილ ტოტზე აუცილებლად უნდა იყოს ყვავილი, რომ მისმა დამცავმა უნარმა სრული ძალით იმუშაოს.



კრაზანა


image


ამ ულამაზეს ყვავილოვან მცენარეს, სახლის დაცვის მაგიური უნარის გარდა, კიდევ ერთი თვისება აქვს — ფიტოთერაპიაში, მას სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ.

ლეგენდის მიხედვით, მცენარის პატარა თაიგული, შესასვლელი კარის ზღურბლის ქვეშ უნდა დაიდოს და ის სახლს ჯადოსაგან და თვალისგან დაიცავს.


კაქტუსი


image


კაქტუსებს სახლის დაცვა ნებისმიერი ნეგატივისგან შეუძლიათ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მათი ადგილი საძინებელში ნამდვილად არ არის.

ისინი ყოველთვის მზიან მხარეს უნდა იდგნენ, რომ მზის ენერგია შთანთქონ და მისი რეალიზება სახლის დაცვაზე მოახდინონ.



გერანი (ბალბა)


image


ეს მცენარე სახლს ბოროტი თვალისგან, ცუდი აზრებისგან და დაუპატიჟებელი ბოროტი ადამიანებისგან იცავს. ასევე, იმასაც ამბობენ, რომ სადაც გერანი არის, არანაირი ჩხუბი და კონფლიქტი არ ხდება. მის სიახლოვეს ადამიანები, თითქოს, უფრო კეთილები ხდებიან. გარდა ამისა, მცენარე სახლს მხოლოდ ცუდი თვალისგან კი არ იცავს, — დადებით ენერგიასაც იზიდავს, რომელიც სულიერ იარებს კურნავს.



აზალია


image


ეს ნაზი მცენარე ვერ იტანს ჭორებს და არაკეთილმოსურნეებს. ხოლო, მისი მოთავსება იმ ოთახშია რეკომენდებული, სადაც სტუმრებს იღებთ, რადგან მას აგრესიული ადამიანების იდენტიფიცირება და მათი სახლიდან განრიდება შეუძლია.



ბარაქის ხე


image


ეს მცენარე — მატერიალური კეთილდღეობის ყველაზე მთავარი თილისმაა. ქოთანში, მის დარგვამდე, სიმდიდრის მოსაზიდად, მონეტის ჩაგდება საჭირო. გარდა ამისა, ხემ კარგად რომ იმუშაოს, ოჯახის ბიუჯეტში შეტანილი წილისთის, გამუდმებით ქება და მადლობის გადახდა ესაჭიროება.



ბეგონია


image


ბეგონია ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას და არბილებს სახლის ენერგიას. ის ანეიტრალებს ნეგატიურ ვიბრაციას, კომფორტულს და ჰარმონიულს ხდის ცხოვრებას და ურთიერთობებს. ხოლო, სახლში ხშირი ჩხუბის და ნეგატიური სიტუაციების გამო, მცენარე ავადდება და იღუპება.



რძიანა


image


ეს მცენარე სახის ენერგეტიკის მცველია. მასში მცხოვრებ ადამიანებს ჩხუბისგან, სკანდალებისგან და ჭორებისგან იცავს. გარდა ამისა, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია — აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ხშირ გაციებას.



ბონსაი


image


ეს საოცარი მცენარე სახლში ფინანსური ნაკადების მოზიდვის საშუალებას იძლევა და მასში მცხოვრებ ადამიანებს თავდაჯერებულობას ჰმატებს. ჩვეულებრივ, ბონსაის მფლობელები, ცხოვრების ღრმა ხედვის მქონე, ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანები არიან.

ამ მცენარის ენერგია, ამქვეყნიური სიბრძნით, თანდათანობით ავსებს სახლს და მასში მცხოვრებ ადამიანებს შფოთისგან, უძილობისგან და სტრესისგან ათავისუფლებს.



პიტნა


image


ამ მცენარეს ოთახში კომფორტის და სიმყუდროვის შექმნა შეუძლია. მისი ფოთლების ნაზ სურნელს დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა შეუძლია, ხოლო თავად მცენარეს ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს.

პიტნის დარგვა დიდ ქოთანში უნდა მოხდეს, რადგამ მაგიური თვისებების გარდა, მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიც აქვს — პიტნის ჩაი სტრესის მოხსნის და ძილის ნორმალიზების საუკეთესო საშუალებაა.

imageimageimageimageimageimageimage






0
480
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0