მხატვრობა 2017 წლის11 ოქტომბერს თელავში ვახვახიშვილების ციხესთან არსებულ საგამოფენო დარბაზში მხატვართა გამოფენა გაიმართა 2017, 11 ოქტომბერი, 18:53
2017 წლის11 ოქტომბერს თელავში ვახვახიშვილების ციხესთან არსებულ საგამოფენო დარბაზში გაიმართა მხატვართა გამოფენა . გამოფენილი იყო ბასე ჯაფაროვას, ლამარა მირანგის და ანდრეი ჩერდარგუშის ნახატები.
ბასე ჯაფაროვა- თბილისელი მხატვარი, ის გახლავთ თბილისში დაბადებული, მთელი მისი ბავშვობა დაკავშირებულია გრიბოედოვის ქუჩასთან, სადაც ის ცხოვრობდა.ქალბატონ ბასეზე, როგორც მხატვრის მომავალზე გავლენა მოუხდენია მისი სკოლის ხატვის მასწავლებელს ქალბატონ მარგო პოლონიკაშვილს. სწორედ მისი რჩევით დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ ქალბატონი ბასეს უმუშავია აბაშიძის სახელობის მუსკომედიის სახელმწიფო თეატრში 1972-1977 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენებში. 1974 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა დორტმუნდში და საარბრეხენში 1980 წელს იყო სსრკ მხატვრების წევრი და საქართველოს რესპუბლიკის მხატვართა წევრი. 1992წელს გამოიფინა მოსკოვის მსახიობთა ცენტრალურ დარბაზში. 1994 წელს გამოიფინა თბილისის მუზეუმში. მისი ნახატები ინახება კოლექციონერების დიდ ნუსხაში სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრია, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია საბერძნეთსა 2002 წელს იმყოფებოდა ემიგრაციაში საბერძნეთში 2014 წელს ბრუნდება საქართველოში და აგრძელებს თავის მოღვაწეობას. 2017 წლის 11 ოქტომბერს მისმა ნახატებმა უმასპინძლა თელაველ დამთვარიელებელს. ლამარა მირანგი ქურთი წარმოშობის თბილისელი მხატვარია სპეციალობით ქიმიკოსი, ხატვა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2016 წელს გამოფენა "კავკასიურ სახლში " მოაწყო, ხოლო 2017 წლის 11 ოქტომბერს მისმა ნახატებმა თელაველ დამთვალიერებელს უმასპინძლა. საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელთა ერთი ჯგუფი. მხატვრები დამთვალიერებელთა და გამოფენის ორგანიზატორებთან ერთად გამოფენილი ნახატები მხატვარი ლამარა მირანგი ბასე ჯაფაროვას ნახატები მეგობრები მხატვარი ლამარა მირანგი ქიმიკოს ნანა კირვალიძესთან დამთვალიერებელი მხატვრებთან ერთად https://youtu.be/rmfgGrijbhE 14 2-ს მოსწონს
|