სხვა იტალიელმა სპეციალისტმა 15 საბჭოთა პროდუქტის დიზაინი შეაფასა 2017, 8 ოქტომბერი, 12:09 იტალიელმა ინდუსტრიული დიზაინის სპეციალისტმა უმბერტო ჯირუადომ, რომელიც ლონდონის დიზაინის უმაღლეს სკოლაში პედაგოგად მუშაობს შეაფასა საბჭოთა პროდუქტების დიზაინი:
1)რძის სამკუთხედი პაკეტი-დიზაინერი აღფრთოვანებული დარჩა ამ კრეატიული შეფუთვით, სხვათა შორის ეს არ გახლავთ საბჭოთა გამოგონება, მისი ხაზი საბჭოთა კავშირმა შვედურ კომპანია Tetrapack-ისგან შეიძინა 1943 წელს, ხოლო სამკუთხედი შეფუთვის იდეა ეკუთვნოდა Åkerlund & Rausing-ის ლაბორანტს ერიკ ვალენბერგს. ![]() 2)მაწვნის(კეფირის) ბოთლი-"ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა" ![]() 3)ბადე ტომარა-(ავოსკა)"საბჭოთა დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. თუ თქვენთვის ზედმეტად შემაშფოთებულია გარემოს და ეკოლოგიის დაბინძურება, უნდა იცოდეთ, რომ ეს ტომარა მრავალი წლის წინ პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური ნიმუში გახდა . "ავოსკა" გონივრული სისტემური დიზაინის ნაწილი მიმაჩნია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა პროდუქტები შეიძინო ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა და არა ზედმეტი. ის არ იფუთება რამდენჯერმე და ჩანთა შეიძლება გამოიყენოთ მრავალჯერადად; ამასთანავე "ავოსკა" არის კომპაქტური და ადგილს არ იკავებს. თანამედროვე დიზაინერებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ ამ თემას. " ![]() 4)კედლის ჩამოსახევი კალენდარი-"ასეთი კალენდრები პოპულარული იყო დასავლეთშიც და აქტუალურია ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი ქაღალდი იხარჯება, ასეთი კალენდრები მომხიბვლელია, თითქოს და ყოველი ფურცლის მოხევით შემდეგ ფიზიკურად შეიგრძნობ დროის გასვლის ნაკადს." ![]() 5)ჩაიდანი-"ჩაიდანი ჩაიდანია, არაფერი განსაკუთრებული, ასეთი ჰქონდა ბებიას" ![]() ![]() ![]() 8)შესქელებული რძე-"ნამდვილი საბჭოთა შედევრი, მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ეს პროდუქტი, ისიც ვიცი, რომ პირდაპირ თუნუქის ყუთითვე შეგიძლიათ მოხარშოთ." ![]() 9)პრეზერვატივები-"უნდა ავღნიშნო, რომ გაოცებული ვარ..'სექსი" იყო საერთოდ საბჭოთა კავშირში თუ არა?რაც შეეხება შეფუთვას, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ფუნქციონალურია და იმითაა საყურადღებო, რომ არა"ემოციურია"...მე მომწონს" ![]() 10)ელექტრონული სათამაშო:"ასეთი მეც მქონდა ბავშვობაში, მხოლოდ იქ მიკი მაუსი იყო ..არავითარი განსხვავება, ზუსტად იგივეა, უბრალოდ კირილიცა წარწერით საინტერესოა." ![]() 11)თლილი ჭიქა-"უბრალო და ელეგანტური, სტაბილურობის სიმბოლო..იმედია ამას არყით არ ავსებდნენ ბოლომდე" ![]() ![]() 13)ტელევიზორი-"ასეთი მსგავსი ტელევიზორი სრულიად შესაძლებელია, რომ ბებია-ბაბუას სასტუმრო ოთახში ედგათ." ![]() 14)ზაპოროჟეცი-"ეს საბჭოთა დიზაინის შედევრია, მიუხედავად იმისა, რომ ის FIAT- ს დიზაინისგან არის აღებული. "ზაპოროჟეცს" აქვს უნიკალური შტრიხები - მაგალითად, ცხაური კაპოტზე, რომელიც მანქანა გარკვეულ აგრესიულ იმიჯს მატებს. მე არ მინახავს ცხოვრებაში "ზაპოროჟეცი", მაგრამ ბევრი ისტორიები მომისმენია ამ მანქანების შესახებ. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ არემონტებენ და შემდეგ ლამაზად აფორმებენ. " ![]() 15)მაცივარი-"ეს არის შესანიშნავი დიზაინი და მე აბსოლუტურად არ მესმის, რატომ ყიდულობთ ჩინურ მაცივრებს და მის რებრენდირებას ახდენთ, ნაცვლად იმისა, რომ ძველ დიზაინს ახალი ცხოვრება შთაბეროთ". ![]() 270 11-ს მოსწონს
|