საზოგადოება 25 რჩევა ყველაზე წარმატებულებისგან 2017, 5 ოქტომბერი, 18:48 1. იყავით გახსნილი და იურთიერთეთ ღიად. ნუ ცდილობთ გახდეთ ტელეპატი და ნუ ეცდებით სხვისი აზრების წაკითხვას. ნუ ელოდებით ამას სხვა ადამიანებისგანაც. მოერიდეთ ორაზროვნებას თქვენს სიტყვებში. 2. იყავით თავაზიანი, მაგრამ ნუ ეცდებით გარშემო ყველას მოეწონოთ. უკეთესია კონცენტრაცია მოახდინოთ ისეთ ურთიერთობებზე, რომლებიც ნამდვილად საჭიროა თქვენთვის. 3. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. იკვებეთ ზომიერად, იძინეთ საკმარისად. ნუ ისტრესებით წვრილმანებზე და ნუ შექმნით „ბუზისგან სპილოს“. 4. იცხოვრეთ საშუალების მიხედვით. იყიდეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ხოლო ყველაფერი რაც არ გჭირდებათ, უბრალოდ მოიშორეთ, გაეცით, გაყიდეთ. გადადევით გარკვეული თანხა, დაე ის იყოს თქვენი უსაფრთხოების ბალიში. 5. ნუ დახარჯავთ დროს და ძალას შურზე და თქვენი თავის სხვებზე შედარებაზე. დახარჯეთ თქვენი ძალები და დრო ისეთი ცხოვრების აგებაზე, რომელზეც ოცნებობთ. 6. შემოიკრიბეთ ირგვლივ „მართალი“ ხალხი. ნუ მოექცევით ირგვლივმყოფების გავლენის ქვეშ. მოიქეცით ისე, როგორც თვლით მართებულად თქვენი თავის სასარგებლოდ, მაგრამ არა სხვებისთვის საზიანოდ. 7. გაუფრთხილდით თქვენს დროს. დაუთმეთ გარკვეული დრო დროის ეკონომიის შესწავლის მეთოდებს. 8. არ დალიოთ „ალკოჰოლი“ როდესაც მოწყენილი ხართ. ის არ მოგიტანთ თქვენ ნამდვილ შვებას. გახსოვდეთ, პრობლემები არ იძირება - მათ იციან ცურვა. 9. გამოიყენეთ მოწინავე ტექნოლოგიები, რათა გაიიოლოთ თქვენი ცხოვრება, და არა პირიქით - ნუ მისცემთ მათ ნებას წაგართვან დრო. 10. იყავით პატიოსანი თქვენი თავის და გარშემომმყოფების წინაშე, ნუ დათესავთ თქვენს ირგვლივ ტყუილს - ადრე თუ გვიან თქვენ მასში გაებმებით 11. ხშირად უთხარით თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ თქვენ გიყვართ ისინი. 12. ნუ დაიტვირთავთ თავს „ზედმეტი“ ბარგით ნურც თქვენს ცხოვრებაში და ნურც მოგზაურობაში. 13. იყავით ფოკუსირებული. პროდუქტიულობა მაღლდება, თუკი მხოლოდ ერთი რომელიმე საქმით დაკავდებით ერთ ერთეულ დროში. 14. არ გადადოთ დალაგება შემდეგისთვის. დაასუფთავეთ ჭურჭელი, სამუშაო ადგილი მაშინვე - ასე უფრო ადვილია. 15. გაიღიმეთ ხშირად, ქუჩაში უცნობებსაც კი გაუღიმეთ ხშირად. 16. იყავით ყოველთვის ღია ახალი აზრების და იდეებისთვის. 17. იკვებეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად მშიერი ხართ. არ წაგართვათ თავი სტრესმა და სიზარმაცემ. 18. დაამატეთ ყოველ თქვენს დღეს ცოტაოდენი ფიზიკური აქტივობა: ფეხით სეირნობა, ან ნახევარსაათიანი საშინაო ვარჯიშები სრულიად მისაღებია, რათა შეინარჩუნოთ მინიმალური ტონუსი. 19. ნუ გამოხვალთ მწყობრიდან იმის გამო, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე რისი ძალაც შეგწევთ. 20. გახსოვდეთ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები და ყოველთვის იმოქმედეთ მათ შესაბამისად. 21. ეცადეთ აასრულოთ თქვენი სურვილები. ნუ დახარჯავთ ცხოვრებას სხვისი ოცნების ასრულებაზე. 22. როგორც არ უნდა იყოს მოცემულ მომენტში, ცუდად თუ კარგად - ყველაფერი იცვლება. მიიღეთ ეს უბრალო ფაქტი როგორც მოცემულობა: „ყველაფერი გაივლის!“ 23. ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების. ისწავლეთ თქვენს შეცდომებზე და იარეთ წინ. ნუ განიცდით თქვენს შესახებ სხვების მოსაზრებებზე. იდეალური ადამიანები არ არსებობენ! 24. მაშინაც კი, როდესაც თქვენ გგონიათ, რომ 100 %-ით მართალი ხართ რაღაცაში, ყოველთვის დატოვეთ ადგილი აზრისთვის, რომ ვიღაც სხვისთვის ეს შეიძლება ასე არ არის. 25. ჯადოსნური სიტყვები „გმადლობთ“ და „ბოდიში, არ ვიყავი მართალი“ ყველა დროში აქტუალურია. 129 4-ს მოსწონს
|