საზოგადოება ცნობილები, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით 2017, 18 აპრილი, 18:38 იმ დროს, როდესაც ჰოლივუდის დანარჩენი ნაწილი ანებივრებს ფანებს ინტერნეტში თავიანთი ფოტოების განთავსებით და აქტივობით, ეს პატარა ჯგუფი ცნობილი ადამიანებისა არის სოციალურ ქსელს მიღმა. ზოგიერთ მათგანს არ სურს ქონდეს ტექნოლოგიებთან რაიმე საერთო, დიდება და ყურადღება მათ უამისოდაც ყოფნით.
ბრედ პიტი
ჯოლის ყოფილი ქმარი წარმოადგენს ყველაზე ცნობილ ინტერნეტ-ასკეტს. ინტერვიუში ის მუდმივად ახსენებს, რომ არ იცის როგორ მუშაობს კომპიუტერები და არც უნდა მათთან ქონდეს რაიმე საქმე.
ანჯელინა ჯოლი ანჯელინა ჯოლიმ არაერთხელ განაცხადა, რომ არ უყვარს ინტერნეტ-მაღაზიები და სოციალური ქსელები - მასთან უფრო ახლოსაა ქაღალდის კატალოგები და ნამდვილი ბარები. ალბათ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მას მოუწევს სტატუსის განახლება Facebook-ზე, მაგრამ ეს მის ნაცვლად შეიძლება გააკეთოს მისმა აგენტმა.
ემინემი მიუხედავად მთლიანობაში ცხოვრებაზე პროგრესული შეხედულებებისა, თეთრი რეპერი ემინემი დიდად ვერ წყალობს თანამედროვე ტექნოლოგიებს - შემსრულებელი არ არის არცერთ სოციალურ ქსელში (ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად).
ელტონ ჯონი
თითქმის ათეული წლის წინ ელტონ ჯონმა თამამად განაცხადა, რომ მთელი ინტერნეტი უნდა დაიხუროს ხუთი წლის მანძილზე. როგორც ვხედავთ ეს არ მოხდა, მაგრამ მომღერალი ერთგული დარჩა თავისი რწმენის - ინტერნეტში მას ძველებურად ვერ შეხვდებით.
ქრისტოფერ უოკენი
თავის ინტერვიუებში ქრისტოფერ უოკენმა არაერთხელ თქვა, რომ თითქმის არ სარგებლობს კომპიუტერით - სატელეფონო ზარებზე პასუხობს მისი აგენტი, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს ის ეკონტაქტება სამზარეულოდან, ანალოგური ტელეფონის აპარატით.
ჯენიფერ ლოურენსი
მსახიობი გამოტყდა, რომ გრძნობს სირთულეს ელექტრონული ფოსტის შემოწმების დროსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ Twitter-ზე და Facebook-ზე.
ვაინონა რაიდერი ერთ-ერთ ინტერვიუში 2010 წელს ვაინონა რაიდერმა გამოაცხადა, რომ ინტერნეტისგან და ტექნოლოგიებისგან შორს დგას. მაქსიმუმი რაც მას შეუძლია, არის თავის BlackBerry-ზე ელექტრონული ფოსტის შემოწმება.
ჯორჯ კლუნი კლუნი წარმოადგენს Facebook-ს და Twitter-ს მოწინააღმდეგეს. ფანატების ზეწოლამ იძულებული გახადა ის დარეგისტრირებულიყო ფეისბუკზე.
რეიჩელ მაკადამსი
რეიჩელ მაკადამსი ახალ ამბებს უსმენს რადიოთი, არ უყურებს ტელევიზორს და ძალიან ცუდად უმკლავდება ელექტრონულ ფოსტას.
ჯეკ ჯილენჰოლი
მსახიობი ჯეკ ჯილენჰოლი იყენებს გაჯეტებს თუკი მას ითხოვს სამუშაო - ყველა დანარჩენ შემთხვევებში ის ამჯობინებს ტექნოლოგიებიდან შორს ყოფნას. იყენებს ძველ ტელეფონს და არ სარგებლობს ინტერნეტით.
363 3-ს მოსწონს
|