კულტურა სროლა ლას-ვეგასში. აიფონმა პატრონი სიკვდილისგან იხსნა 2017, 5 ოქტომბერი, 14:22 50 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი დაშავებული. შეიარაღებულმა მამაკაცმა, ლას ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან, მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს, ტელეფონმა თავისი პატრონი სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ იტყობინება სატელევიზიო არხი-KLAS. ინციდენტის დროს, 33 წლის ქალბატონს iPhone 7 პლიუსი ჰქონდა თან . საფრენი ტყვია ტელეფონს ბოლოში მოხვდა, რომელიც ჩიხოლში იდო. შედეგად, ტელეფონი მთლიანად დანაწევრდა და მწყობრიდან გამოვიდა. სამაგიეროდ, მან თავისი პატრონი სიკვდილისგან იხსნა, რომელმაც უვნებლად დატოვა იქაურობა. ამავე დროს, გაუგებარი დარჩა პირდაპირ ნასროლი იყო თუა არა ტყვია, თუ ის რომელიმე ობიექტიდან იყო ასხლეტილი. შეერთებულ შტატებში ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. საზარელმა ტრაგედიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააერთიანა. 103 6-ს მოსწონს
|