
მამაკაცის საიდუმლოებები ქალბატონებთან ურთიერთობის დროს
ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება.
როგორია მამაკაცი ქალთან გაცნობის დროს
იმის გაგება, მოსწონხართ თუ არა მამაკაცს, რთული არაა. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ისევე როგორც ქალები, გაცნობისას თავიანთ ღირებულებების დემონსტრირებას ახდენენ. უბრალოდ, მამაკაცები ამას უფრო მეტად გამოხატავენ, ვიდრე ქალები. ისინი იდეალურად წარმოაჩენენ საკუთარ თავს იმისთვის, რომ ქალებს მოეწონოთ.
თუ მამაკაცს ქალი არ მოსწონს, თავის წარმოსაჩენად არ შეწუხდება. შეიძლება გამოხატოს აგრესია ან უხეშიც კი იყოს.
საიდუმლოებები, რითაც ცდილობენ მოხიბლონ ქალები...
გოგონების ყურადღების მისაქცევათ მათ სხვადასხვა ხერხები აქვთ...
ფინანსური მდგომარეობა- მამაკაცები, ხშირად საკუთარი ფინანსური მდგომარეობით ცდილობენ ქალების მოხიბვლას, ხშირად შესაძლოა სიმართლესაც არ შეესაბამებოდეს, ის რასაც ამბობენ. მათ შეიძლება ეს არა სიტყვიერად არამედ საქციელითაც გააკეთონ, მაგ: დემონსტრირება გაუკეთონ საკუთარ საფულეს და ა. შ
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
მამაკაცები, ხშირად აღიარებენ, რომ ღალატობდნენ საკუთარ ცოლს, ან შეყვარებულს.
თუ ის არ გეპატიჟებათ საკუთარ სახლში, არ გაცნობთ ახლობლებს და ა. შ. შესაძლოა, მის მორიგ ტყუილთან გვქონდეს საქმე და შემდეგი თქვენ იყოთ.

ალკოჰოლი
სერიოზული მამაკაცი და ის მამაკაცი, რომელიც თქვენში ხედავს მომავალ მეუღლეს და მისი შვილების დედას, არ გაგიცნობთ ისეთ სიტუაციაში, სადაც თქვენ ბევრს სვამთ, მამაკაცების გარემოცვაში. კაცი ამ ფაქტს აუცილებლად დააკვირდება.
თავისუფალი მამაკაცები, ანუ უცოლოები

მამაკაცი, რომელსაც არ ჰყავს არც მეგობარი გოგონა და არც ცოლი, უფრო გახსნილია ურთიერთობაში. ბევრს ხუმრობს თქვენთან, უყვარს ფოტოების გადაღება, გიყვებათ ბევრ ისტორიას და აფასებს თქვენი მოსმენის უნარს.
მას არაფერი აქვს დასამალი, ამიტომ ამ ფაქტს მიაქციეთ ყურადღება.
ხრიკი, რომლითაც ის გიახლოვდებათ...
თავის წარმოსაჩენად და დასაახლოვებლად, მამაკაცები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მაგალითად:
თამაშობენ მეგობრის როლს, ან გეუბნებათ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაუგოთ.
ერთ-ერთი ფორმა ქალის გულის მოსაგებად, არის თავის წარმოჩენა რომანტიულ პიროვნებად. 
ესეთი ადამიანი ადვილად გამოგიტყდებათ გრძნობებში, ყვავილებით და ბუშტებით ხელში. მოგიძღვნით ლექსებსა და სიმღერებს. ეს ყველაზე ეფექტური ხერხია.
ზოგიერთი, ქალის გულის მოსაგებად იყენებს კუნთებსა და პოპულარობას. ამ ყველაფერს სჯობს არ მიაქციოთ ყურადღება.

როგორ უნდა მიხვდეთ უყვარხართ თუ არა მამაკაცს?
თუ მამაკაცი თქვენში ხედავს ქალს ერთი ღამისთვის, ის აუცილებლად შეეცდება: დაგათროთ. შეყვარებული მამაკაცი კი, გეუბნებათ კომპლიმენტებს თქვენს თვალებზე, ქცევებზე და შინაგან სამყაროზე. მამაკაცი, რომელიც არ
გიყურებთ სერიოზულად, არ დახარჯავს დიდ ფულს თქვენთან.

თუ მამაკაცი გიყვებათ დროდადრო საკუთარ საიდუმლოებებზე, ესეიგი თქვენ მისთვის სანდო ადამიანი ხართ. თუ მალავს თქვენთან ურთიერთობას, ესეიგი
მას მართლაც აქვს მეორე ცხოვრება, ამიტომ მოერიდეთ ასეთ ურთიერთობებს.
წყარო:rusachka.ru