x
image
_K_
"სუადი - ცოცხლად დამწვარი" - ციტატები
წიგნში რელაურ ამბავს მოგვითხობს სუადი - პალესტინელი ქალი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად ევროპაში ცხოვრობს. რაც არ უნდა დაუჯერებელი და სამწუხარო იყოს, დღესაც არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალს ცხოველზე ნაკლები ფასი აქვს, სადაც ისინი იჩაგრებიან სქესის გამო, სადაც ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ მამაკაცებზე მორგებულია.

"სუადი - ცოცხლად დამწვარი" ერთგვარი პროტესტია ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ.

image

  • სუადი ჩვიდმეტი წლისაა და შეყვარებულია. მის სოფელში, ისე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ქორწინებამდელი სიყვარული სიკვდილის ტოლფასია. „ღირსებაშელახული“ ოჯახი სიძეს განაჩენის აღსრულებას ავალებს. ყველას თვალში ეს კაცი გმირია. ასეთია ის ადათი, რომელსაც „ღირსების დანაშაული“ ეწოდება. სინამდვილეში, სუადის სიძე ლაჩარი მკვლელია. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ხუთი ათასი ამგვარი დანაშაული აღირიცხება. კიდევ მრავალი შემთხვევის შესახებ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს იგებს.

  • ამ წიგნის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დაირღვეს ტაბუდადებული დუმილი კაცების მიერ დადგენილი კანონის მსხვერპლად ქცეული ქალების სიკვდილის თაობაზე.
image

  • რაც თავი მახსოვს, არც თამაში ვიცი რა არის და არც გართობა. ჩემს სოფელში გოგოდ დაბადება წყევლაა. მხოლოდ გათხოვებაა თავისუფლება. სამუდამოდ ტოვებ მამის სახლს და თუნდაც მეუღლე გცემდეს, იქ აღარასოდეს ბრუნდები. თუ გათხოვილი ქალი მამის ოჯახში დაბრუნდა, მას სახელს უტეხს; ქმრის ოჯახის გარეთ დახმარების თხოვნის უფლება არა აქვს, ხოლო მშობლების ვალია, ის მეუღლესთან დააბრუნონ.

  • დედასთან და დებთან ერთად დღეში ორჯერ ვლოცულობდი, თუმცა, ყურანის არსი წლების შემდეგ, ევროპაში ყოფნისას გავიგე.

  • სკოლაში მხოლოდ ჩემი ერთადერთი ძმა, ოჯახის უგვირგვინო მეფე, დაიარებოდა, გოგონები კი - არა. გოგოდ დაბადება ხომ წყევლაა. ცოლმა ერთი ვაჟიშვილი მაინც უნდა გააჩინოს, თუ მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს, სოფელი დასცინებს. სახლის, მიწისა და საქონლის მოსავლელად ორი-სამი გოგონას ყოლა საკმარისია. თუ მეტი გაჩნდა, ეს უბედურებაა და მათი სასწრაფოდ თავიდან მოცილებაა საჭირო.

image

  • ამ სოფელში ეს ჩვეულებრივი ამბავი, მამაკაცების შემოღებული კანონი იყო. სხვა სახლებშიც ცოლებსა და ქალიშვილებს ყოველდღიურად სცემდნენ. ყოველი მხრიდან ყვირილი ისმოდა. ამიტომ, ცემა, თმის შეჭრა, თავლაში ან ბაგაში დაბმა არავის უკვირდა. სხვაგვარად ცხოვრება თუ შეიძლებოდა, ვერც კი წარმოგვედგინა.

  • მამაჩემი მეფეა, ყოვლისშემძლე მამაკაცი, რომლიც ფლობს, გადაწყვეტილებას იღებს, გვცემს და გვაწამებს. სახლის წინ მჯდომი მშვიდად ეწევა თავის ყალიონს, სახლში გამოკეტილ ქალებს კი პირუტყვზე უარესად ეპყრობა. კაცი ცოლს იმიტომ ირთავს, რომ ვაჟიშვილები ჰყავდეს, ხოლო თუ ქალმა, მისდა საუბედუროდ, გოგონები გააჩინა, მათთან ერთად მონასავით უნდა იმსახუროს.

  • აქ მამაკაცებისთვის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ, ქალიშვილის დაბადება თუ ძროხა, ისინი ძროხას აირჩევდნენ. მამაჩემს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ სრულიად უსარგებლონი ვიყავით: „ძროხა რძეს იძლევა, მას ხბოები ჰყავს. რისთვის ვიყენებთ რძესა და ხბოს? ვყიდით და ოჯახში ფული შემოდის, ესე იგი, ძროხას ოჯახისთვის სარგებლობა მოაქვს. ქალიშვილი? მოაქვს თუ არა რაიმე სარგებლობა ოჯახისთვის? არავითარი. ახლა ცხვარი ავიღოთ. რას გვაძლევს ცხვარი? მატყლს. მატყლს ვყიდით და ოჯახში ფული შემოდის. ცხვარი იზრდება, ბატკნები ჰყავს, რძეს იძლევა და ყველი ამოგვყავს, ამ ყველაფერს ვყიდით და ოჯახში ისევ ფული შემოდის. ძროხა და ცხვარი ქალიშვილზე ბევრად უკეთესია“. ასე ვფიქრობდით ჩვენც, გოგონები. ამას გარდა, ძროხას, ცხვარსა და თხას ჩვენზე უკეთ ეპყრობოდნენ - მათ არასოდეს სცემდნენ!
image

  • რამდენიმე დღის შემდეგ მამაჩემი ნურას ოთახში იხმობს და დედაჩემის თანდასწრებით ეუბნება: „ამა და ამ დღეს გათხოვდები“. მე მაშინ იქ არ ვყოფილვარ, მათთან ყოფნის უფლება არ მაქვს. არც კი უნდა ვამბობდე „უფლება არ მაქვს“, რადგან უფლება - ასეთ რამ საერთოდ არ არსებობს. არსებობს ჩვეულება, ის, რაც დადგენილია, ასეა და მორჩა, არასოდეს შეიცვლება. თუ მამაშენი გეტყვის: „სიკვდილამდე ამ კუთხეში იდგები“, მთელი ცხოვრება მართლაც მითითებულ კუთხეში იდგები. თუ მამაშენი თეფშზე მხოლოდ ერთ ზეთისხილს დადებს და გეტყვის: „დღს ეს იქნება შენი საჭმელი“, მეტს ნამდვილად ვეღარაფერს შეჭამ. მონის ამ ტყავიდან თავის დაღწევა მეტად რთულია, რაკი გოგოდ დაიბადე. ბავშვობიდან მოყოლებული მხოლოდ არსებობს, ემორჩილები კაცსა და მის მიერ დაწესებულ კანონს, რომელსაც იცავს მამა, დედა, ძმა და რომელიც ქმარს გადაეცემა.

  • ჩვენთან ქორწინებაზე ლაპარაკობდნენ და არა სიყვარულზე. მამაკაცსა და ქალს სასიყვარულო ურთიერთობა კი არ ჰქონდათ, არამედ ეს სრული დამყოლობა და მორჩილება იყო. არსებობდა მხოლოდ სავალდებულო სექსუალური აქტი ქმარსა და მის მიერ ნაყიდ ქალიშვილს შორის. მაშ სიყვარული სადღაა?

  • თუ გაუთხოვარი ქალის მზერა მამაკაცის მზერას შეხვდა, მთელი სოფლისთვის “შარმუტაა”, ანუ მეძავი.

  • თუ გათხოვილი მეზობელი ან ნაცნობი ბილიკზე გაუთხოვარს მარტო იხილავს, დედის ან უფროსი დის გარეშე, ამის გამოც სამუდამოდ შარმუტაა გოგონა…
image

  • სუადს თავი ილუმინატორის გვერდით აქვს მიდებული. ასეთ მდგობარეობაში მყოფს არ მგონია, გააზრებული ჰქონდეს, რა მოელის. იმედი აქვს, თუმცა არც კი იცის, რისი.
„ხედავ? ეს ღრუბლებია“. სძინავს. მის გარშემო ჩამოფარებული ფარდების მიუხედავად, მგზავრების ნაწილი სუნის გამო წუწუნებს. იმ დღიდან, როცა სუადი განწირულთა პალატაში პირველად ვნახე, ორი თვე გავიდა. მკლავებსა და ბიუსტზე მისი კანის ყოველი სანტიმეტრი პირღია, ჩირქოვან წყლულადაა ქცეული. მგზავრებს შეუძლიათ, ცხვირზე ხელი აიფარონ, საკუთარი უკმაყოფილება სტიუარდესებს შესჩივლონ, ეს სრულებით არ მადარდებს. ერთ დღეს ისინი გაიგებენ, რატომ მიმყავს დამწვარი ქალი და მისი შვილი. იმასაც გაიგებენ, რომ ასეთები სხვებიც არიან, ნაწილი მოკვდა ან მოკვდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მამაკაცებმა ღირსების სახელით გამართლებული დანაშაული დააწესეს. ასეა არა მხოლოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, არამედ იორდანიაში, თურქეთში, ირანში, ერაყში, იემენში, ინდოეთში, პაკისტანში, ისრაელსა და ევროპაშიც კი.



  • ძალიან მინდა, მშვიდად ვიცხოვრო, კოშმარები აღარ მაწუხებდეს! მაგრამ ჩემი გრძნობები არასოდესაა დამშვიდებული: ემოცია, სევდა, გაურკვევლობა, ეჭვიანობა, შფოთიანობა მთელი ცხოვრება თან მდევს. თითქოს ჩემში რაღაც ჩატყდა. სხვა ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ, რადგან სხვათა პატივისცემის გამო მუდამ ვიღიმები.
მაგრამ როცა ჩავლილ ლამაზ ქალს ვხედავ, ლამაზი თმით, ლამაზი ფეხებითა და კანით... როცა ზაფხული, საცურაო აუზისა და მსუბუქი სამოსის სეზონი დგება... ტანსაცმლის კარადას ვაღებ: სავსეა მაღალყელიანი სამოსით. თუმცა, მოკლესახელოებიან პერანგებსა და გულამოღებულ კაბებსაც ვყიდულობ საკუთარი სიამოვნებისთვის. მაგრამ მათ მხოლოდ კისრამდე ღილებით შეკრული პიჯაკის ქვეშ ვატარებ. ეს პიჯაკი კანის მეორე ფენად იქცა.



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ ციტატები წიგნებიდან:


1. მე ვარ მალალა

2. ზაჰირი

3. სიყვარულის 40 წესი


4
1085
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1085
  
2017, 11 ოქტომბერი, 17:23
გეთანხმებით...
2017, 9 ოქტომბერი, 18:18
სამწუხაროა , რომ ძალიან ბევრი "სუადი " გვყავს გარშემო დაყველას არ უმართლებს. ისინი სიკვდილის შემდეგ დავიწყებას მიეცემიან, როგორც არარაობა და ცოდვის პროტოტიპი.
2017, 5 ოქტომბერი, 0:35
კი, ნამდვილად..
2017, 4 ოქტომბერი, 15:18
კანონები კი არა უაზრობამდე მისული აბსურდების კრებულია აზიური ქვეყნების ნაწილის კანონმდებლობა.
ქალი მონის რანგამდეა დაყვანილი...
0 1 4