სიახლეები ამერიკული ტანკები უკვე საქართველოშია 2017, 4 ოქტომბერი, 15:13 დღეს, საქართველოში ნატო-ს მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები იწყება, რომლის სახელწოდებაა-“ღირსეული პარტნიორი-2017''. სამეთაურო საშტაბო და საველე მანევრების წვრთნები 11 სექტემბერს დასრულდება.. წელს, მათში მონაწილეობენ უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის, საქართველოს და ამერიკელი სამხედრო წარმომადგენლები. ერთი დღით ადრე, საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთის დასავლეთში შემოვიდა ამერიკის ჯავშანტექნიკა, რომელიც ჩართული იქნება მანევრებში. კერძოდ, M1 ტიპის ტანკი "აბრამი", შეიარაღებული საბრძოლო მანქანები, მსუბუქი და დამხმარე ტექნიკა. აშშ სამხედრო ტექნიკის გადმოტვირთვას, თვალყურს ადევნებდა საქართველოს გენერალური შტაბის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი-ნიკოლოზ ჯანჯღავა. ჯავშანმანქანების ტრანსპორტირება მოხდა სარკინიგზო გზით, ფოთიდან ქალაქ ახალციხეში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. იქიდან, აღჭურვილობა გადავა ორფოლოს პოლიგონზე, სადაც წვრთნები ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მანევრები გაიმართება ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში. ![]() 31 აგვისტოს, პენტაგონის პრეს-სამსახურის ცნობით-საქართველოში, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე 500 ამერიკელი ჯარისკაცი ჩამოვიდა. 2011 წლიდან წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. ის, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელშიც ქართველი სამხედროები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, გადიან მომზადებას. წვრთნები ტარდება აშშ-ის საზღვაო დესანტის დახმარებით. ბოლო დროს, იგი ჩატარდა 2016 წლის სექტემბერში. წრთვნების მიზანია- ქართველი სამხედროების ამერიკელ და პარტნიორ ქვეყნების კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ასევე კრიზისებზე რეაგირების მზადყოფნა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარება. წყარო: https://www.newsgeorgia.ge/amerikanskie-tanki-abrams-pribyli-v-gruziyu-dlya-uchastiya-v-ucheniyah-agile-spirit-2017/ 83 5-ს მოსწონს |
არ წაშალოთ არცერთ შემთხვევაში უბრალოდ სხვა დროისათვის გაითვალისწინეთ, თან მეც თქვენსავით ჩვეულებრივი ინტერმედიელი ვარ და არაოსოდეს არავის მასალას არ დავუბლოკავ–ეს ჩემი პრინციპების ნაწილია...
თქვენივე სტატიაში მითითებულ თარიღებს მაინც დააკვირდით.
თან ამერიკულ ტანკს აბრამი ნამდვილად არ ჰქვია–აბრამსია...