x
image
ანა პაპოშვილი
გაიცანით ახალგაზრდა ფოტოგრაფი - "ვფიქრობ, ფოტოებით ვამბობ იმას, რისი სიტყვებით გადმოცემაც მიჭირს“
image

თითქმის ორ საუკუნეზე მეტია, რაც ფოტოგრაფია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თავდაპირველად, ეს სფერო ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ 1888წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯორჯ ისთმენმა შექმნა კოდაკის აპარატი, ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

დღეს ფოტოგრაფია ძალიან პოპულარული სფეროა საზოგადოებისთვის. ზოგისთვის უბრალოდ ჰობია, ზოგისთვის კი - ცხოვრების ნაწილი.

ჩვენი რესპონდენტი 20 წლის გიორგი მიხელიძეა, მაგრამ ყველა კლარკს ეძახის. საქართველოში დაბადებული წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და, სულ რაღაც, 5 წელია დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს.

image


პროფესიით მზარეულია და სამზარეულოშიც დიდხანს ატარებს, ამბობს რომ ამ დროს სასწაულებზე ფიქრობს. ცოტა ხნით მუსიკითაც იყო გატაცებული, მაგრამ ყველაზე დიდი გარდატეხა მის ცხოვრებაში ფოტოგრაფიამ მოახდინა.

დაახლოებით 7 თვეა ფოტოგრაფის ცხოვრებით ცხოვრობს. ზურგჩანთითა და ხელში ფოტოაპარატით დაეხეტება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იქიდან, რა თქმა უნდა, ხელცარიელი არასდროს ბრუნდება.

„ფოტოგრაფია საშუალებას მაძლევს ყველას ვანახო ჩემი თვალით დანახული სამყარო. როგორც კი კამერას ვიღებ ხელში- ვიკარგები. ვფიქრობ, ფოტოებით ვამბობ იმას, რისი სიტყვებით გადმოცემაც მიჭირს.“

ჯერჯერობით ფოტოგრაფია მისი ჰობია, მაგრამ ამ სფეროს მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, სურს მეტად განვითარდეს და უბრალო გატაცება, პროფესიად და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციოს.

„ ქვეყნიერება ამოუცნობია, შესაბამისად, ადამიანთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ყველა ფოტოგრაფს ინდივიდუალური ხედვა აქვს სამყაროსი, რაც ფოტოებზეც აისახება. სადაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან და ყოველთვის დაინახავ რაღაც ისეთს, რაც ღირს სამუდამოდ აღბეჭდო. ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ისტორია და ამიტომ ყველა ფოტო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია".

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფოტოგრაფია ძალზედ პოპულარულია და ბევრიც თავს პროფესიონალად თვლის გიორგი (კლარკი) ასე არ ფიქრობს.

„სამზარეულოში შენ ვერ იტყვი შენს თავზე, რომ ძალიან მაგარი მზარეული ხარ, სანამ ხალხი არ დააგემოვნებს შენს კერძს და თავად არ აღიარებს. ასეა ფოტოგრაფიაშიც. ის რომ კამერა გიჭირავს ხელში არ ნიშნავს, რომ ფოტოგრაფი ხარ. მთავარია ხალხს მოეწონო და თქვას - შეუდარებელია“.

image
image

image

image

image

image

image


image

image

image

image

image

image

image


0
116
13-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0