საზოგადოება გმირი პოლიციელი ძაღლები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ 2017, 1 ოქტომბერი, 13:10
ბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს სიტყვებმა „ რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემ ძაღლს“, შესაძლოა კრიტიკა დაიმსახუროს, თუმცა სამწუხაროდ არც ისე შორსაა იმ რეალობისგან, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.
აშშ-ს ზოგიერთ შტატში განსაკუთრებული როლი ენიჭება ძაღლს, რადგან პოლიციის დანაყოფებში სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორც მეწყვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამერიკის საპოლიციო დანაყოფების ისტორიაში ხშირია გმირი ძაღლები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
K-9 კობუსი 2016 წლის 23 იანვარს ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰას პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღე იყო, რადგან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ორმხრივი სროლისას დაიღუპა პოლიციელი ძაღლი კობუსი. კობუსი პოლიციის ოფიცერ მეთ მაკკეინთან ერთად რვა წლის განმავლობაში მსახურობდა და მისი საუკეთესო მეწყვილე იყო. კობუსის დაკრძალვაზე ათასობით პოლიციელი მივიდა, რათა პატივი მიეგო მისი გმირული თავგანწირვისთვის. კობუსმა საპატიო დროშა მიღო და მისი მემორიალი გმირობის და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. K-9 ქეი ქალაქ ოკლაჰამას პოლიციის დეპარტამენტში 2014 წლის 28 აგვისტო ტრაგიკულ დღედ მოიაზრება, რადგან სერჟანტი რაიან სტარკი, მისმა 3 წლის ბელგიურმა ნაგაზმა იხსნა სიკვდილისგან, ხოლო თავად ძაღლი კი დაირუპა. როგორც ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, სერჟანტი რაიან სტარკი და ქეი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც დამნაშავეებმა შეიარაღებული წინააღდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გახსნეს. ქეი შეეცადა შეეჩერებინა ბოროტმოქმედები, თუმცა სამწუხაროდ მიყენებული ჭრილობების შედეგად ქეი გარდაიცვალა, თუმცა მისი წყალობით რაიან სტარკმა შეძლო დამნაშავეების დაკავება. დაკრძალვაზე პატივის მისაგებად ათასზე მეტი მოქალაქე და პოლიციელი მივიდა. სამძიმარს სერჟანტი რაიან სტარკი იღებდა, შესაბამისად ქეის საპატიო დროშაც მას გადასცეს. K-9 დინო შვიდი წლის გერმანულ/ბელგიური ნაგაზი დინო, ასევე იმ გმირ ძაღლთა შორის მოიაზრება, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. დინო მონაწილეობას იღებდა ერთი წლის ბავშვის გამტაცებელის ძებნაში. გრინ თაუნშიფის ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა, დინოს გარდაცვალება დიდ მწუხარებად და დანაკარგად შეაფასა. ასევე ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც მას მიუძღვოდა დანაშაულის აღკეთაში. მისი ბოლო დავალებისას, მან შეძლოო 1 წლის ბავშვის გადარჩენა და მისი მეშვეობით დამნაშავის დააკავება მოხერხდა. 95 11-ს მოსწონს
|