საზოგადოება უძღები შვილი 2017, 18 სექტემბერი, 1:07 მე უძღები შვილი ვარ და დავბრუნდი სახლში. იმდენი ხნის წინ გავიხურე, რომ ჩაჟანგებულა ჩემთვის კარი. არავინ დამხვდით, ისე წასულხართ ვერ მოგისწარით. ვყვირი და ვერ გაგონებთ. გეძახით და პასუხს არ მცემთ. კართან დაჩოქილი, ხან ჩურჩულით, ხან კივილით პატიებას გთხოვთ, თქვენ კი არ გესმით. ვხოკავ სახლის კარს, მაგრამ როგორ დაჟანგებულა თქვენი ცრემლებით?! როგორ უცვლია ყველაფერს ფერი?! როგორ გამხმარა ხეები ჩემთვის?! ო! როგორ მჭირდებით?! როგორ მომინდით ეხლა ჩემ გვერდით?! გავიხსენებდი წამებს ბედნიერს ერთად ყოფნისას. დავიძახებდი დედი მოვედი! მამა შენთან ვარ! 46 10-ს მოსწონს
|