კოსმეტოლოგია როგორ მოვიშოროთ სახიდან ღია ფორები? 2017, 29 სექტემბერი, 12:24 ეს გახლავთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალება, რომელიც სახის კანზე ფორების შემცირებაში დაგეხმარებათ. მისი გამოყენება ეფექტურია კანის პიგმენტაციის დროსაც. საჭიროა, მხოლოდ 3-4 ჯერ ჩაიტაროთ წმენდა და შედეგი გაგაოცებთ. მკურნალობა გახლავთ სამ საფეხურიანი. იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ მიყევით ინსტრუქციას: 1 საფეხური გახლავთ - წმენდა: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ფქვილი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხაჭო, კარგად აურიეთ ინგრედიენტები და სახეზე დაიტანეთ. ნიღაბი მხოლოდ 2 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი რძემჟავით არის მდიდარი. მე-2 საფეხური - სკრაბი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, დაუმატეთ იმავე რაოდენობის ნატურალური თაფლი და 5-6 წვეთი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაიტანეთ კანზე და 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. თიხა ეფექტურად ამცირებს ფორებს, აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და უფრო ელასტიურს ხდის. მე-3 საფეხური- მატონიზირებელი: ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი. აიღეთ ლიმონი, დაჭერით 4 ნაწილად, ჩადეთ ეს ნაჭრები ჯამში და 1 საათი გააჩერეთ. შეგიძლიათ ეს სითხე სუფთა ქილაში შეინახოთ და დაბანის შემდეგ, მთელი სახე ამ ტონიკით გაიწმინდოთ. ექიმები შოკში არიან! ეს საშუალება ნებისმიერ შრამსა და ნაწიბურს გაგიქრობთ! მოიშორეთ სახიდან შავი წერტილები სწრაფად და მარტივად! გამონაყარის ლოკაციის მიხედვით გაარკვევთ რომელ ორგანოზე გაქვთ პრობლემა ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის 759 6-ს მოსწონს
|