ჯანმრთელი კვება
არაჩვეულებრივი გემრიელობა 2 წუთში, ჩაიზე მისაყოლებლად
2017, 28 სექტემბერი, 18:43
შოკოლადის პასტა, ძალიან გემრიელი, იაფი. კარგია საუზმეზე, შეიძლება მოვრთოთ ნამცხვრები და ტორტი.
ინგრედიენტები
- რძე, 80 მლ
- შაქრის ფხვნილი, 40 გრამი
- ვანილი, 0.5 გრამი
- მცენარეული ზეთი, 120 მლ
- კაკალი, 20 გრამი
- კაკაო, 1.5 სუფრის კოვზი
- რძის ფხვნილი, 1.5 სუფრის კოვზი
მომზადების წესი
-
შეურიეთ შაქრის ფხვნილი, რძე, ვანილი, მცენარეული ზეთი. ათქვიფეთ ბლენდერით გასქელებამდე.
შემდეგ დავამატოთ კაკაო, რძის ფხვნილი, კაკალი. ავთქვიფოთ.
შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ.
თუ საღამოს მაცივარში შეინახავთ, დილით უკეთესი გემო ექნება.