საბავშვო რატომ არ უნდა წაუკითხოთ ,,კონკია" ბავშვებს 2017, 29 სექტემბერი, 14:41
კონკიას ისტორია ყველა დროის და ხალხის, ყველაზე საყვარელ ზღაპარად იყო აღიარებული. თუმცა, ამ ზღაპარმა, რომელშიც ყველა ქალის ოცნება სრულდება, მილიონობით ქალბატონი გააუბედურა. ჩვენი ფსიქოლოგი ტატიანა მერი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მავნე “კონკია''.
მე არ მოვუწოდებ, რომ წიგნები და ფილმები, კონკიას შესახებ, გადააგდონ, მაგრამ მშობლები უნდა დაფიქრდნენ სტერეოტიპებზე, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს დასაყრდენი ბავშვების გონებაში და განსაკუთრებით გოგონების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ილუზიების ფორმირება და არასწორი ცხოვრების სცენარი. ილუზია 1. მძიმე შრომა ჯილდოვდება ბედნიერი სიყვარულით "კონკიას" ბედნიერი დასასრულის წყალობით, ბევრი გოგონა ხელმძღვანელობს ამით და შემდეგ გოგონები ძლიერ კავშირს ხედავენ შრომასა და სიყვარულის მოძიებას შორის. სინამდვილეში, შრომისმოყვარე გოგონა შეიძლება ბედნიერი გახდეს სიყვარულში და შესაძლოა არა. ბევრმა თქვენთაგანმა შეძლებს გაიხსენოს ის შემთხვევა, როდესაც გულმოდგინე, შრომისმოყვარე და ყველა ასპექტში დადებითი გოგონა, ვერ პოულობდა თავის ბედნიერებას. ხშირად იმიტომ, რომ ისინი ეყრდნობოდნენ ერთადერთ გზას, რომელსაც კარნახობდა ეს ამბავი. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ კონკია სხვა ადამიანებისთვის, შავ საქმეს აკეთებდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ასახვა, როდესაც ჭკვიანი და ლამაზი ივიწყებს საკუთარ თავს, თავიანთ საჭიროებებს და მუშაობს ტირან-უფროსთან. და ხშირად შეუძლებელია აიხსნას ასეთი მსხვერპლი და ენთუზიაზმი, გარდა ქვეცნობიერად ჯილდოს მოლოდინისა. მიჯაჭვული არჩეულ სამუშაოზე, მათ მიაჩნიათ, რომ როგორც კონკია, ისინიც დაჯილდოვდებიან. ილუზია 2. ბევრი გოგონა ზღაპარიდან გამომდინარე ითვისებს წესს - სილამაზე ბედნიერების გარანტიაა მოზარდ ასაკში, მთელ ძალ-ღონეს გარეგნობას ახმარენ, მოდურ ტანსაცმელს, ძვირადღირებულ აქსესუარებს და ა.შ. მაგალითად, განათლებისა და კარიერის ხარჯზე. ზღაპარს მიჰყავთ ქვეცნობიერ დასკვნამდე, რომ ეფექტური გარეგნობა და ლამაზი კოსტიუმები, რა თქმა უნდა მიიზიდავს პრინცს და გოგონები ხაფანგში ექცევიან. მორალური თვალსაზრისით, ზღაპარი კიდევ უფრო მეტ სტერეოტიპის დისკრედიტაციის ფორმირებას ახდენს: “იყო ლამაზი მომგებიანია, მაგრამ სილამაზე უნდა იყოს გამოყენებული, შენი მიზნების მისაღწევაად." ილუზია 3. ბედნიერება სტატუსში და სიმდიდრეშია ზუსტად ეს კავშირი შეიძლება დარჩეს ბევრის ქვეცნობიერში, ამ ზღაპარის ხელახლა წაკითხვის შემდეგ (განხილვა). ზოგის აზრით, სიტყვა "პრინცი" თითქმის სიტყვა-სიტყვით –მდიდარ კაცს, უზრუნველყოფილს, "მაღალი საზოგადოების" წევრს ნიშნავს და, როგორც წესი, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ცდილობენ ასეთი მამაკაცის გამოჭერას. თუმცა, ანგარებით ქორწინების დროს, ბედნიერება იშვიათია. ილუზია 4. სასწაული დაეხმარება სასწაულის მოლოდინის ქვეცნობიერი, არის სცენარის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს გოგონების თავში, ზღაპარი "კონკიას" გავლენით. მოვა კეთილი ფერია, რომელიც გადაჭრის ყველა მის პრობლემას. მოევლინებათ სტილისტად, რომელიც ფიგურას გამოუსწორებს, პარიკმახერად, ვიზაჟისტად, მოაწყობს პრესტიჟულ სამუშაოზე, ეტყვის მთელს მსოფლიოს მისი ნიჭის შესახებ და ასე შემდეგ. რეალობა- მხოლოდ ცხოვრების ეტაპია, - გოგონებს სჯერათ- იმის, რაც “კონკიას"დაემართა. ახლ მოვა დრო, და ეს ყველაფერი შეიცვლება. ფერია თუ არა, ძლიერი მფარველი გამოჩნდება, რომელიც ბედნიერი სამყაროს კარებს გაუხსნის. საჭიროა უბრალოდ მოთმინება და უნდა დაველოდოთ სასწაულს. სხვათა შორის, სასწაულის მოლოდინში, პასიური პოზიციის მიღება არის პრობლემა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეიძლება გაყვეს, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. ამავე დროს, არსებობს კიდევ ერთი ილუზია - რომ ჩვენ გარდა ვინ იცის, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერი: რა პროფესია, რა სტილის კაბა, ფერის პომადა, სად დავისვენოთ და ა.შ. რწმენა პროფესიონალის უნარია, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ–ნაბიჯ დაამშვენოს ყველა ქმედება და გვაიძულოს ვიყოთ წარმატებული და ბედნიერი. სინამდვილეში ადამიანი ჰარმონიას არა მარტო სხვისი დახმარებით აღწევს, არამედ მხოლოდ თვითშეგნებისა და პიროვნული ზრდის მეშვეობით. პასიურობა, დამოკიდებულება და შესაბამისად, დაბალი თვითშეფასება არის სასწაულის მოლოდინის სინდრომის არსებობის ნათელი მაჩვენებლები. ილუზია 5. პრინცი შორიდან ჩანს ვერ გამოიცნო შენი პრინცი შეუძლებელია, ასე თვლის ბევრი გოგონა, თაყვანისმცემლებზე უარის თქმით და არ აძლევს მათ საკმარის დროს, რომ უკეთ გამოავლინონ თავისი თვისებები. თუ კაცი გარეგნულად არ შეესაბამება "პრინცს", მაშინ ქალი დაუყოვნებლივ უარყოფს მას. საწინააღმდეგო ვარიანტი - თავდაუჯერებელი ქალი, ნებისმიერი ლამაზ მამაკაცს, მიიჩნევს პრინცად, რომელიც ყურადღებას აქცევს მას ... და ხშირად გადაეყრება თავისთავზე შეყვარებულ, ეგოისტ უსაქმურს, რომელსაც ყველაფერს პატიობს, იმიტომ, რომ ის პრინცია. სხვათა შორის, მამაკაცები, რომლებიც ასეთ ისტორიებს წამოიწყებენ, ხშირად მოელიან კეთილ, შრომისმოყვარე და მოკრძალებულ ლამაზ-პრინცესას. და ძალიან იმედგაცრუებულნი რჩებიან, როცა მის მიერ ნაპოვნი ლამაზმანი არც ისე მოკრძალებულია და ძალიან ეგოისტია. ილუზია 6. "თუ უყვარხარ, გიპოვნის და დაბრუნდება" - ბევრი გოგონა დარწმუნებულია ამაში და აქ ისინი, დაუვიწყარი “კონკიას'' მოხერხებული გზით, ამოწმებენ “რეალურ გრძნობებს": დემონსტრაციულად განაწყენებული, გამოდიან და უკან აღარ ბრუნდებიან, ახსნა-განმარტების გარეშე, არ იღებენ ტელეფონს და ა.შ. ", თუ მას ვუყვარვარ, "მიწაშიც, რომ ვიყო, მიპოვნის ". მაშინაც კი, თუ მას მოუწევს სამეფოს ნახევარს ფეხსაცმლი მოარგოს"- ნაცნობი ამბავია? თუმცა, ქალის სიტყვები, "ჩვენ უნდა დავშორდეთ, არ უნდა ვიყოთ ერთად, " საუკეთესო მამაკაცები აღიქვამენ, როგორც თავაზიან უარს ურთიერთობის გასაგრძელებლად, და არა როგორც სიგნალს, რომელსაც სურს დაამტკიცოს თავისი სიყვარული. მამაკაცს არ ესმის, რომ ქალი "კონკიას" სცენარს თამაშობს, იგი დარწმუნებულია, რომ მას მიღებული აქვს ინფორმირებული გადაწყვეტილება, და ამიტომ არ გამოეკიდებიან ასეთ გოგონას. რა თქმა უნდა, ისიც ხდება, რომ გამოეკიდებიან. მაგრამ ამგვარი რისკის მქონე ურთიერთობის გამოვლენა, თავის დარწმუნების მიზნით, არ ღირს. ილუზია 7. შესაძლებელია სწრაფი ცვლილებები - კიდევ ერთი ილუზია "კონკიადან" გამომდინარე ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას თვეები და წლები სჭირდება. მაშინაც კი, თუ გამოჩნდება ფერია და "კონკიას" სალონში წაიყვანს, სადაც მას თმას გაუკეთებენ, მაკიაჟს და შემდეგ შეურჩევს ტანსაცმელს, რომელიც ის თავის ოცნების მამაკაცის წინაშე წარსდება. შემდეგ შეხვედრაზე კი, იგი მარტო უნდა შეეცადოს ამ ყველაფერს. და როგორ უნდა გააკეთოს ეს, გამოცდილების გარეშე? და რა უნდა ითქვას ისეთ უნარ-ჩვევებზე, როგორც თვითმმართველობის განვითარება, ფიგურაზე ზრუნვა, საზოგადოებაში ქცევის უნარი და ა.შ. ერთ დღეში ეს არ მოხდება, სწრაფი ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ ზღაპრებში. თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ისინი სწრაფად შეიცვლებიან. და გაოცებულნი არიან, რომ როდესაც ასეთი მომენტი დგება, ისინი ისეთივენი არიან. ილუზია 8. ქორწილის შემდეგ კონკია აუცილებლად იქნება ბედნიერი, დარწმუნებული არიან გოგონები რომ იზრდებიან, გულუბრყვილოდ მიიჩნევენ, რომ ბედნიერებისთვის მთავარია, იპოვნო კარგი ქმარი და დაქორწინდე მასზე. გარდა ამისა, არ ფიქრობენ იმაზე, რომ ქორწინების შემდეგ, უნდა იმუშაონ ურთიერთობისათვის, ისწავლონ დათმობა, უნდა იყვნენ მზად კომპრომისისთვის. გოგონას, რომელსაც სურს გათხოვება, ამაზეს არ ფიქრობს. მაგრამ ზღაპარის მთავარი გმირის ბედნიერების კონტექსტში, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ ცხოვრებაში, სხადასხვა სოციალურ ფენებს შორის კავშირი იშვიათად არის ბედნიერი. ფსიქოლოგებმა დიდი ხნის განმავლობაში შეამჩნიეს, რომ მეუღლეებს შორის ჰარმონიული ქორწინებისთვის მნიშვნელოვანია დაახლოებით ერთი კულტურული და სოციალურ ფენის წარმომადგენლობა. და ღირს დაფიქრდეს როგორს პატარძალი, ასევე სასიძო. წყვილმა, რომლის ერთი შეჩვეულია ყველაფრის მიღებას შრომისმოყვარეობით, ხოლო მეორე თავიდანვე მიეჩვია ფუფუნებას, მათი თანაცხოვრება ადვილი არ იქნება. წავიკითხოთ თუ არა ზღაპარი “კონკია"? რა თქმა უნდა, ვერ დაუმალავ ბავშვს ყველაზე ცნობილ ზღაპარს და არც უნდა გავაკეთოთ ეს. ყოველივე ამის შემდეგ, ზღაპრები, ყველა სქემატურად ისწავლება და ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და ღირებულია მასში. და კონკია არ არის გამონაკლისი: შრომისმოყვარეობა, კეთილდღეობის ტრიუმფი, ოპტიმიზმი, სხვადასხვა სოციალური დონის ამაღლება და გაცილებით მეტი შესაძლებლობა. მაგრამ საშიშია, თუ წიგნი "კონკია" ბალიშის ქვეშ გიდევს, როგორც ყველაზე საყვარელი და ყოველდღიურად წასაკითხი, ან თუ გოგონა ზედმეტად უყურებს ასჯერ ამ ფილმს, საშიშია, რადგან ზღაპრის "ქვეკორტიკზე ჩაწერილი" არასწორი გაგებიდან გამომდინარე, ცხოვრების სცენარი შეიძლება განვითარდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბავშვთან ერთად განიხილოთ სცენარი და პერსონაჟები. მაგრამ აქაც ბევრია დამოკიდებული დედის (ან ბებიის) ღირებულებებზე, რომელმაც უკვე აღზარდა ამ ზღაპარზე ქალიშვილი, იგი თავის აქცენტს დააყენებს. და თუ ერთი დედა ხაზს უსვამს, რომ ზღაპარში ლაპარაკია იმაზე, რომ წარმატების გზა (ან ბედნიერება) მდგომარეობს გულმოწყალებასა და მოკრძალებაში (და გამოიწვევს ნამდვილ პიროვნებებს), მეორე კი დაჟინებით ითხოვს წარმატებისთვის, ბედნიერი დამთხვევის გარემოების ჩარევას. მესამე დედა აქცენტს აკეთებს ლამაზ გარეგნობაზე, ელეგანტურ ტანსაცმელსა და სხვა ატრიბუტების მნიშვნელობაზე, რომლის გარეშეც პრინცი არ აღიარებს თავის "პრინცესას". წყარო: https://news.rambler.ru/lifestyle/37998519-zolushka-pochemu-skazku-nelzya-chitat-detyam/?updated=news 396 6-ს მოსწონს
|