მსოფლიო ნაციზმის სამი ძირითადი ფუნდამენტი 2017, 28 სექტემბერი, 12:25 ნაციზმი-პოლიტიკური დოქტრინა, რომელც თავისთავად ასოცირდება ძირითად პერსონასთან -ადოლფ ჰიტლერთან და მის ერთადერთ ნაწარმოებთან:“ჩემი ბრძოლა“. 1933 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან საზოგადოებას თავს მოახვია საკუთარი თავი, იდეურად გააერთიანა ერთან, გერმანელ ხალხთან, რისი დასტურიცაა სლოგანი:“ Ein Volk, ein Reich, ein Führer -ხალხი, რაიხი, ფიურერი.
![]() ![]() თავის წიგნში :-“ ჩემი ბრძოლა“, რომელშიც პრაქტიკულად მთელი ნაცისტური დოქტრინა აქვს ჩამოყალიბებული, წერს: “ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სხვათა სისხლი ზიანს აყენებს ჩვენს რასას“ ასევე : “ყველას, ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყო, ვიდრე მეფე, რომელიმე სხვა ქვეყანაში“. ნაციზმის კიდევ ერთი საყრდენია ულტრანაციონალიზმი. ჰიტლერს ჰქონდა ამბიცია, დაებრუნებინა პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები, აღედგინა გერმანული იმპერია, შეეკრიბა ისინი და ერთ, გერმანულ სახელმწიფოდ ექცია, მაგალითად: ჩეხოსლოვაკია ალზას -ლორენი(საფრანგეთის რკინის საბადოებით მდიდარი ტერიტორიები) და ლუქსემბურგი. ის ოცნებობდა, შეექმნა უზარმაზარი იმპერია, სადაც თვითონ ფიურერი იქნებოდა. მართალია, მეორე მსოფლიო ომი წააგო და იმპერიალისტური ოცნებაც მასთან ერთად დასრულდა, მაგრამ შექმნა დიქტატურა, სადაც თვითონ იყო ერთადერთი მბრძანებელი, მთელი ძალაუფლება ეკუთნოდა ერთ კაცს და მის ნაცისტურ პარტიას. დიქტატურისთვის დამასხასიათებლად გაერთიანდა ცნებები: ბელადი, იგივე ფიურერი და ხალხი, დაინერგა საყოველთაო შიში, პანიკა, ადამიანებს ეშინიათ გამოხატვის, ყველას ყველგან რეპრესია ელანდება. ეს კი ტოტალიტარიზმის ძირითადი სიმპტომებია. ![]() 1291 5-ს მოსწონს
|