x
image
ნინო ბაისონაშვილი
ნაციზმის სამი ძირითადი ფუნდამენტი
ნაციზმი-პოლიტიკური დოქტრინა, რომელც თავისთავად ასოცირდება ძირითად პერსონასთან -ადოლფ ჰიტლერთან და მის ერთადერთ ნაწარმოებთან:“ჩემი ბრძოლა“. 1933 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან საზოგადოებას თავს მოახვია საკუთარი თავი, იდეურად გააერთიანა ერთან, გერმანელ ხალხთან, რისი დასტურიცაა სლოგანი:“ Ein Volk, ein Reich, ein Führer -ხალხი, რაიხი, ფიურერი.


image

ნაციზმს სამი ძირითადი საფუძველი გააჩნია, სამი მთავარი მახასიათებელი: რასიზმი, ულტრანანაციონალიზმი და ტოტალიტარიზმი. ნაცისტების ცრუ წარმოდგენა და ჩლუნგი რწმენა იმის თაობაზე, რომ გერმანელები იყვნენ აღმატებულები, ეგრეთ წოდებული არიული რასა, გახდა სხვა რასების, ერების და განსაკუთრებით, ებრაელების საყოველთაო დევნის, სასტიკი რეპრესიესიების მიზეზი. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ნელ-ნელა ებრაელების გერმანული საზოგადოებისგან გამოყოფა დაიწყეს, მათთვის გეტოების შექმნა, რაც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი გახლდათ ანტისემიტიზმის უკიდურესი გამოვლინების, -ებრაელთა გენოციდისთვის. აღსანიშნავია, რომ ნაცისტები მხოლოდ ებრაელებს არ სდევნიდნენ, არამედ ბოშებს, იეჰოვას მოწმეებს, ჰომოსექსუალებს და უნარშეზღუდულ ადამიანებსაც კი, რადგან თვლიდნენ, რომ საზოგადოებას მხოლოდ “საუკეთესო“ ყოველმხრივ უზადო გერმანელები სჭირდება მსოფლიოზე გასაბატონებლად.

image


თავის წიგნში :-“ ჩემი ბრძოლა“, რომელშიც პრაქტიკულად მთელი ნაცისტური დოქტრინა აქვს ჩამოყალიბებული, წერს: “ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სხვათა სისხლი ზიანს აყენებს ჩვენს რასას“ ასევე : “ყველას, ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყო, ვიდრე მეფე, რომელიმე სხვა ქვეყანაში“.

ნაციზმის კიდევ ერთი საყრდენია ულტრანაციონალიზმი. ჰიტლერს ჰქონდა ამბიცია, დაებრუნებინა პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები, აღედგინა გერმანული იმპერია, შეეკრიბა ისინი და ერთ, გერმანულ სახელმწიფოდ ექცია, მაგალითად: ჩეხოსლოვაკია ალზას -ლორენი(საფრანგეთის რკინის საბადოებით მდიდარი ტერიტორიები) და ლუქსემბურგი. ის ოცნებობდა, შეექმნა უზარმაზარი იმპერია, სადაც თვითონ ფიურერი იქნებოდა. მართალია, მეორე მსოფლიო ომი წააგო და იმპერიალისტური ოცნებაც მასთან ერთად დასრულდა, მაგრამ შექმნა დიქტატურა, სადაც თვითონ იყო ერთადერთი მბრძანებელი, მთელი ძალაუფლება ეკუთნოდა ერთ კაცს და მის ნაცისტურ პარტიას. დიქტატურისთვის დამასხასიათებლად გაერთიანდა ცნებები: ბელადი, იგივე ფიურერი და ხალხი, დაინერგა საყოველთაო შიში, პანიკა, ადამიანებს ეშინიათ გამოხატვის, ყველას ყველგან რეპრესია ელანდება. ეს კი ტოტალიტარიზმის ძირითადი სიმპტომებია.

image

ასე რომ, ჰიტლერის წყალობით და ჰიტლერის გერმანიაში: პატრიოტიზმი ეთნოცენტრიზმად იქცა, ნაციონალიზმი - ნაციზმად. იდეოლოგია თავიდანვე უსამართლო და დრაკონული იყო, ისევე, როგორც დრაკონული, დისკრიმინაციული და მჩაგვრელურია უკიდურესი ნაციონალიზმი, რადგან თავისთავში აუცილებლად გულისხმობს ნაციონალისტურ ნიადაგზე აღმოცენებულ უსაფუძვლო ამპარტავნებას და ერთი ერის უპირატესობის დაუსაბუთებელ რწმენას ყველა სხვასთან შედარებით. ამიტომაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ჯანსაღი სახელმწიფოს და საზოგადოების მშენებლობის პრეტენზია აქვს, ულტრანაციონალიზმის ნებისმიერი ფორმით აფეთქება არის საშიში და საყურადღებო, ვინაიდან მისი გავრცელების ალბათობა, თუნდაც მცირედი, ყოველთვის არსებობს.

1
1297
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
1297
  
2018, 31 აგვისტო, 18:25
ერთი სული მაქვს როდის ითარგმნება "ჩემი ბრძოლა" სრულად. ის რაღაც ბროშურა სამარცხვინოა :/
0 1 1