x
image
ნინო დვალაშვილი
ცოლის მოღალატე ქმარი არ მრუშობს?!
image

ძალიან ხშირად მაწუხებს ეს კითხვა; რატომ ამართლებენ კაცები საკუთარ ღალატს და ჰგონიათ, რომ ამით ვაჟკაცურად იქცევიან. რა აიძულებთ ქალებს იფიქრონ, რომ ქმარი აუცილებლად უღალატებთ და ეს ნორმაა. საიდან იღებს სათავეს ღალატის ფსიქოლოგია, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ეს ფაქტი იმდენად მაწუხებს გადავწყვიტე ცოტა რამ დამეწერა. რამდენიმე დღის წინ, სამარშუტო ტაქსში, ჩემს უკან მჯდომი მამაკაცი ტელეფონზე თავის საყვარელს ესაუბრებოდა:


-ხვალ შენი ქმარი ხაშურში მიდის საქმე აქვს, შეიძლება დილით წავიდეს, ან ცოტა გვიან, რომ წავა დამირეკე და ამოვალ;

- მაგან შეიძლება შვეულება აიღოს მალე და ჩვენ რომ ვიცით იქ წავიდეთ. გამოიპრანჭები? არა შენ ისედაც ლამაზი ხარ.



რამდენიმე წუთი ესაუბრა ამ გოგოს, საუბრიდან გავარკვიე, რომ მის ქმარს კარგად იცნობდა და მეტიც, ზუსტად იცოდა როდის იყო სახლში და როდის არა. ეს ყველაფერი არ არის... უთხრა მირეკავენო და იმ გოგოს გაუთიშა:
- ხო თეო, მოვდივარ და რა წამოგიღო? კი წამოგიღებ, ეგ თუარა რამე ნამცხვარს წამოგიღებ. ნინუცამ გაიღვიძა? კითხე აბა ბანანი ხომ არ უნდა?

თქვენ თავადაც მიხვდებით, როგორ ორმაგ თამაშს თამაშობს ეს ყმაწვილი და ვინ იცის როდემდე გასტანს მისი არაკაცური ქმედება. ის ქალბატონი კი, რომელიც ქმარს ძმაკაცთან ღალატობს, არ ვიცი რას იმსახურებს...

ფაქტი ნომერი 2: ქუჩაში შემთხვევით შევხვდი დიდი ხნის უნახავ მეგობარს. აღმოჩნდა, რომ პაემანზე მიდიოდა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ პაემანზე მიდიოდა კაცი, რომელსაც ფეხმძიმე ცოლი ელოდა სახლში. დიდხანს ვესაურე, რომ გადამერწმუნებინა და იმ მომენტში გამომივიდა კიდეც. საბოლოოდ კი ეს სიტყვები მითხრა "კაცი ვარ და საყვარელი უნდა მყავდესო". ვისაც საყვარელი არ ყავს არაკაცია? თუ პირიქით?

ჩემი აზრით, თავი და თავი ამ პრობლემისა მოდის ეკლესიიდან. ასე მაგალითად, თუ ქალი მრუშობს იგი შეიძლება მთელი ცხოვრება უზიარებელი დატოვოს მოძღვარმა, მაგრამ თუ კაცმა იმრუშა არ არის პრობლემა. იტყვის აღსარებას და მიეტევება. მამაკაცებო, უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეორე ნახევარი გღალატობთ, მაშინ რას იგრძნობთ? ანალოგიური განცდები აქვს ქალს. ეს განცდები და ემოციები ყველაზე კარგად აქვს აღწერილი ოტია იოსელიანს თავის წიგნში "ქალი გამოვიდა საღალატოდ". სიუჟეტის მიხედვით, ქალი მოღალატე ქმარს შეუსწრებს და სამაგიეროს გადახდის მიზნით, თავადაც ღალატს აპირებს. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, რამდენი ისეთი წყვილი იცით ცოლიც რომ ღალატობს და ქმარიც? ბევრი ხომ? ეს ის მწარე რეალობაა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ხშირად მეუბნებიან ჩემი მეგობრები (ძმაკაცები), რომ როცა გავთხოვდები ქმარი აუცილებლად მიღალატებს და ეს არც უნდა შევიმჩნიო. ასეთი მახინჯური აზროვნება, საერთოდ რატომ აქვთ ქართველ ბიჭებს?
მე ვფიქრობ, ხანდახან ეს ქალების ბრალია. გათხოვილი ქალი ნაკლებად უვლის თავს, ისევ ისეთი კოპწია და ლამაზი აღარაა. ფიქრობს, ტრფობის ობიექტი სახლში მყავს და ვისღა გავეპრანჭოო, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ასევე სერიოზული პრობლემაა, როცა წყვილები ერთმანეთს არც კი ესაუბრებიან პრობლემებზე. საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან და ჩნდება "ხიდჩატეხილობის" პრობლემა. თუ რამე არ მოგწონს უთხარი, თუ რამის შეცვლა გინდა ესეც უთხარი. ეს მხოლოდ ქალებს კიარა, მამაკაცებსაც ეხებათ. თუ გინდათ ლამაზი, მომხიბვლელი და მუდამ სასურველი ცოლი გყავდეთ, ნუ დაინანებთ ნურც ფულს, ნურც დროს და ნურც ენერგიას ამის მისაღწევად. თქვენ თავად იზრუნეთ თქვენს ცოლებზე ისე, როგორც საყვარლებზე ზრუნავთ. ნუ გააუფერულებთ ურთიერთობას, ეცადეთ ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის მოიტოვოთ.

image

და აი, ფაქტი ნომერი 3:
სალომეს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი ჰყავს. ყოველთვის ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის, სამოგზაუროდ დაჰყავს, ახალი მანქანა უყიდა. სამაგალითო მამაა და მაგათ შემხედვარე ინატრებ, ასეთივე ქმრის ყოლას, მაგრამ ვაი, რომ ამასაც არ აქვს ერთგულების უნარი და გამწარებული თინდერზე ეძებს პოტენციურ საყვარლებს. დიახ, ეს ვაჟბატონიც "გაიფაქტა".


საბოლოო ჯამში, ვერ გაიგებ სხვის პირად ურთიერთობებში რა ხდება. რატომ პატიობენ ღალატს, რა აიძულებთ მოითმინონ მსგავსი შეურაცხყოფა.


ფაქტი ნომერი 4: მეგობარი მიყვება ამბავს :" ჩემმა დაქალმა გუშინ ქმარს შეუსწრო ვიღაც ქალთან. სახლში რომ მივიდა კარებს არ უღებდა, ეს კიდე მიხვდა რაშიც იყო საქმე და კარები შეამტვრია. არადა ჩემი დაქალი ისეთი ლამაზია, კალმით ნახატი, ის გოგო კიდე ძალიან მახინჯი ყოფილა.
უცებ, რომ წარმოვიდგინე შევდივარ სახლში და ჩემს საწოლში ვიღაც ქალთან ერთად, ჩემი ქმარი წევს... წარმოდგენაც არ მინდა...

და ბოლოს, მამაკაცებო, სანამ ღალატს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით თქვენმა ცოლმა რომ გიღალატოთ როგორ მოიქცევით და რას იგრძნობთ. ეს იმისთვის, რომ ზუსტად გაიაზროთ რას იგრძნობს თქვენი მეორე ნახევარი. მოღალატე ქალებო, თუ არ მოგწონთ თქვენი ქმარი გაშორდით.


ფაქტი ნომერი 4: ჩემი ნაცნობი მუდმუვად თავის ცოლ-შვილზე ზრუნავდა და მათ გარდა საზრუნავი და საფიქრალი არც ჰქონდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ცოლმა დაატირა: "ასეთ სიკვილს არ იმსახურებდიო". გულში კი გავიფიქრე, იმას იმსახურებდა მთელი ცხოვრება "რქებდადგმული" რომ იყო და ღალატობდა ცოლი? მაგრამ რა მათქმევინებდა ამას ხმამაღლა.


ბევრი ვიფიქრე და მაინც ერთ დასკვნამდე მივედი, სანამ ღალატს არც შევიძულებთ, კაციცა და ქალიც არაფერი არ გვეშველება. მანამდე კი ან მსხვერპლის როლის მორგება მოგვიწევს, ან კიდევ მოღალატის.



image

ადამიანების 5 ტიპი, რომლებიც ყველაზე ხშირად ღალატობენ 10 ნიშანი იმისა, რომ იდეალური ქმარი გყავთ! 6 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ ან უთხრათ მამაკაცს!



4
265
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
265
  
2017, 10 ოქტომბერი, 16:14
ზოგიერთი მღვდლის არასწორ მიდგომას თუ ეკლესიის პოზიციად დავაფიქსირებთ და აღვიქვამთ,ეს უკვე არასწორი იქნება. მღვდელიც ცოდვილი ადამიანია და ვერ მოვთხოვთ სრულყოფილების განსახიერება იყოს,ამიტომ,მითუმეტეს თუ ყველამ კარგად ვიცით ბიბლიაში რაც წერია,ერთი მღვდლის მცდარი დამოკიდებულება რაღაც საკითხისადმი,არ უნდა იქნას გაგებული,როგორც ეკლესიის პოზიცია და ბრალი.
2017, 9 ოქტომბერი, 12:11
ეკლესიაც შუაშია ჩემი აზრით და მაგიტომაც ვახსენე. კონკრეტულად მღვდლების დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი და არა სახარებაზე. ბიბლიაში რაც წერია ყველამ კარგად ვიცით.
2017, 2 ოქტომბერი, 16:44
ეკლესია არაფერ შუაშია,სახარებაში შავით თეთრზე წერია-არა იმრუშო,არაა იქ მითითებული,რომ ქალმა არ უნდა იმრუშოს და კაცს შეუძლიაო. ზიარებით კი ცოდვა ვერ მოგეტევება თუ მთელი გულით არ განიცდი და არ სთხოვ უფალს შენდობას. ასე რომ საკითხავია ვის უფრო მიეტევება,ქალს,რომელიც მღვდელმა არ აზიარა,მაგრამ განიცდის და შენდობას სთხოვს უფალს,თუ კაცს,რომელიც ეს-ესაა ეზიარა და ეკლესიიდან გამოსული ისევ ჭაობში ჩასახტომად მიდის. პრობლემა აზროვნებაში,განათლებასა და დამახინჯებულ მენტალობაშია.
2017, 1 ოქტომბერი, 11:37
სითბო და სიყვარული არ უნდა მოაკლონ ცოლქმარმა ერთმანეთს. სადაც ეს არ არის იქ ყოველთვისაა ღალატის დიდი ალბათობა
0 1 4