x
image
სალე-სალე
ტატუ თუ ამოქარგული ჭრილობა!
imageევროპელებმა პირველად ტატუს შესახებ კაპიან ჯეიმს კუკის დახმარებით შეიტყვეს 1769 წელს, როდესაც იგი მოგზაურობიდან დაბრუნდა და თან მთელ ტანზე მოხატული ადამიანის გვამი ჩამოიტანა.

ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის და "ჭრილობას"ნიშნავს.

ეგვიპტეში გიზეს პირამიდების შესწავლის დროს აღმოაჩინეს პირველი უძველესი ტატუირება.ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება შთამომავლობით მიიღეს და შემდეგ საბერძნეთსა და სპარსეთს შეასწავლეს.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ევროპაში ტატუირება კუნძულ სამაოდან (ავსტრალიიდან) შემოვიდა.კუნძულზე დღემდე ტატუირება წმინდა რიტუალად ითვლება და უძველესი მეთოდებით ხატავენ.მეცნიერების კვლევითა და ვარაუდით სამხრეთ ამერიკაში ტატუირების ხელოვნება ჩუქჩებმა შემოიტანეს, შემდეგ კი ინდოეთშიც გავრცელდა.ინდოელები სხეულზე წმინდა სალოცავებს იხატავდნენ და მათი აზრით ეს ძალას მატებდა.


დღეს საქართველოში უამრავი ახალგაზრდას აქვს ტატუ.ბევრს სურს მისი გაკეთება, მაგრამ მშობლების წინააღმდეგობის გამო სურვილი სურვილად რჩება.არიან ადამიანები რომლებიც ტატუირების სასტიკი წინააღმდეგები არაიან იმის გამო, რომ ეს ეკლესიურად ცოდვად ითვლება.

თუმცა ეს უძველესი ხელოვნებაა და დღემდე პოპულარულია მსოფლიოს მრავალი ქვეყანაში და მას უყურებენ როგორც ხელოვნებას.

2
199
3-ს მოსწონს
ავტორი:სალე-სალე
სალე-სალე
199
  
0 1 2