x
image
ellen murani
"შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა!" - დაიღალა და დაიშრიტა საქართველო

image

თითქოს შეცვლა გვინდა, თითქოს ვითარდებით და გვიხარია ქართველობა, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ ეს იმაზე მეტია ვიდრე დღეს ვართ.
ქართულ "საზოგადოებას" არასრულფასოვნების დიდი კომპლექსი გაგვაჩნია და ვცდილობთ ქვეყნის ბედის შეცვლას. ქვეყნის თუ ჩვენი ბედის?! არ ვიცით კონკრეტულად რა გვინდა?!რისთვის ვიბრძვით?! ვჩუმდებით, არაფერს ვამბობთ. თითქოს უფლებები არ გაგვაჩნია და სტანდარტულ დროის მონაკვეთში ერთსულოვნად ვიღებთ ხმას. მაშინ გვახსენდება ჩვენი ადამიანობა და სახე დაკარგულები ქუჩის წიოკში ვეძებთ შვებას. სარკის ეფექტით ვცდილობთ საკუთარი ღირსების დანახვას, თუმცა მხოლოდ ბრბოს გამოძახილი ისმის.
ჩვენ ერი ვართ?!
ხმა დახშულები ვეძებთ მხსნელს, მაგრამ ქრისტიანული სწავლების მიხედვით კაცობრიობა, მხოლოდ უფალმა იესო ქრისტემ იხსნა, რადგან ის მესია იყო. ჩვენ კი ყველას მხსნელს ვეძახით ვინც ქადაგებით მოდის. ვემსგავსებით ცხვრებს, რომლებსაც მწყემსი მიერეკება სასურველ მხარეს. მხოლოდ ღიღინი და ტაშის კვრა დაგვრჩენია და ამით ვტკბებით.
საქართველოში პოლიტიკა რელიგიურ დღესასწაულს გაუტოლდა. დემოკრატიას ვითხოვთ, მაგრამ იცის კი ვინმემ რა არის დემოკრატია?! თითოეული ჩვენგანი არის კი დემოკრატიული?! ქართველ ერს გვახასიათებს დამნაშავის სხვასთან ძებნა, ჩვენ კი ყოველთვის მართალნი ვართ. ქვეყნის ბედი სათამაშო ბურთი გვგონია და საითაც გვინდა იქით გადავაგორებთ, საბოლოო დარტყმით კი საკუთარ კარში გაგვაქვს.


image

დაიღალა და დაიშრიტა საქართველო. ხმას აღარ იღებს, ჩვენ კი მუნჯი გვგონია. აბუჩად აგდებით, რომ დაიკვნესებს ვიძახით გაიღვიძაო. დავტანჯეთ და დავღალეთ ჩვენი საქართველო. გავსრისეთ და მოვსპეთ ჩვენი სრულფასოვნებით, ჩვენი ყოვლის მცოდნეობით და ო! ქართველო ხალხო, როგორ მეშინია თვითმკვლელობით არ დაასრულოს ცხოვრება ამდენი ტანჯვით და ჩვენი აბუჩად აგდებით...


2
20
11-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
20
  
2017, 27 სექტემბერი, 22:04
სწორედ ჩვენშია პრობლემა.სანამ ერთმანეთს პატივისცემით არ მოვეპყრობით, სანამ შერი და მტრობა იქნება ჩვენი მეგზური და თუ სიყვარულს და ერთმანეთის გატანას არ ვისწავლით არაფერიც არ გვეშველება
2017, 27 სექტემბერი, 13:26
ყველაზე აქტუალური სტატიაა, რაც კი წამიკითხავს ბოლო თვეების მანძილზე....
0 1 2